გოგა აბრამიშვილი – 2008 წლის აგვისტოში გმირულად დაღუპული ქართველი ქირურგი.მან ევაკუაციის პირობებშიც კი არ მიატოვა გორის ჰოსპიტალი, ამბობდა – იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდება და გასაჭირში ვერავის მივატოვებო.იგი 11 აგვისტოს რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.დარჩა მეუღლე და 3 შვილი.მას ომში იარაღით არ უბრძოლია. მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა.დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და
გოგა აბრამიშვილი – აგვისტოს ომის გმირი სიღნაღიდან
სოფელი ანაგა-ქიზიყის კარიბჭე
სოფელი ანაგა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 400 მ-ზე, სიღნაღიდან 6 კმ-ში მდებარეობს. ანაგა ქიზიყის კარიბჭედ მოიაზრება. იგი უბატონო მხარის დასაწყისია. სოფელში ოდესღაც ჩვიდმეტი ტაძარი ყოფილა, დღესდღეობით კი თოთხმეტიღაა შემორჩენილი. ესენია: ღვთისმშობლის ეკლესია,( XVს) წმ.ბარბარეს ეკლესია,(XVI ს) წმ. ელიასი (VIII-IX) ყველაწმინდის ეკლესია (XII ს) და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (X ს) კვირაცხოველის ეკლესია, (XIს ) აღდგომის ეკლესია (XII ს) წმ.ნინოს ეკლესია (XVI ს) , ჯაგის წმინდა გიორგის ეკლესია( XVI ს) წმ.გიორგის ეკლესია,
სიღნაღის ციხე-გალავანი
სიღნაღს ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება, მას თითქმის 40 ჰა უჭირავს და 4 კმ-ის სიგრძისაა. ისტორიკოსთა ნაწილი ციხის აგებას ერეკლე II-ს მიაწერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მან მხოლოდ აღადგინა სიმაგრე. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა
#სიღნაღი #საქართველო #Sighnaghi #Georgia
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia