სიღნაღი ადგილობრივი მედია სააგენტო Sighnaghi Local Media Agency

#სიღნაღი #საქართველო #Sighnaghi #Georgia

სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

მოყვარული ბლოგერებისთვის და დამწყები ჟურნალისტებისთვის

მედია სააგენტო „სიღნაღი“  ითანამშრომლებს მოყვარულ ბლოგერებთან და დამწყებ ჟურნალისტებთან. თუ ფიქრობ, რომ კარგად წერ და იცი როგორ გადმოსცე მნიშვნელოვანი ფაქტების და სიახლეების შესახებ, თუ ფიქრობ რომ შენი ხმა ბევრმა უნდა გაიგოს და ამისთვის არ გაქვს შესაბამისი პლატფორმა. თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი და გჭირდება გამოცდილება სასურველ პროფესიაში, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ თქვენი სტატიები (ისტორიები,პრობლემები,სიახლეები და ა.შ) და განვათავსოთ სააგენტოს ვებ და FB გვერდებზე, რა თქმა უნდა ავტორის მითითებით. ნებისმიერი ასაკის ადამიანის

Signagi ART Festival 2022

2022 წლის 21-26 აგვისტოს სიღნაღში ART Festival გაიმართება,ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ფესტივალის მიზანი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა. . წელს, საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება, ხოლო კონცეფცია თავისუფალი თემაა. ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები. მონაწილეობის პირობები: ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ მხატვრებს. ფესტივალის ხანგრძლივობა-5 დღე. საფესტივალო 5 დღის მანძილზე მხატვრებსა და მოქანდაკეებს ყველა

ზაფხულის ღამის ფესტივალი სიღნაღში

13 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

სიღნაღის შესახებ

სიღნაღი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, მოგვიანებით კი მას ქიზიყს უწოდებდნენ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ამ მხარემ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა და თავშესაფარს ნიშნავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი ლანდშაფტით ხასიათდება. აქ ნახავთ ნათელ ტყეებს, ვრცელ ველებს და გაშლილ სივრცეებს. განსაკუთრებით ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის ქილაკუპრას ტალახის ვულკანები. აქ ბევრ სხვა საინტერესო ძეგლსაც

სიღნაღი – ადგილობრივი მედია სააგენტო

რეგიონული საინფორმაციო გვერდი შეიქმნა 2015 წელს. მას შემდეგ აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს ადგილობრივ დონეზე. #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.