გოგა აბრამიშვილი – აგვისტოს ომის გმირი სიღნაღიდან

გოგა აბრამიშვილი – 2008 წლის აგვისტოში გმირულად დაღუპული ქართველი ქირურგი.მან ევაკუაციის პირობებშიც კი არ მიატოვა გორის ჰოსპიტალი, ამბობდა – იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდება და გასაჭირში ვერავის მივატოვებო.იგი 11 აგვისტოს რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.დარჩა მეუღლე და 3 შვილი.
მას ომში იარაღით არ უბრძოლია. მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა.
დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილმა ბავშვობა გაატარა, მისი სახელობისაა.

#სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.