Signagi ART Festival 2022

2022 წლის 21-26 აგვისტოს სიღნაღში ART Festival გაიმართება,ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფესტივალის მიზანი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.

.

🎨წელს, საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება, ხოლო კონცეფცია თავისუფალი თემაა.

ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.

📍მონაწილეობის პირობები:
▪ ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ მხატვრებს.
▪ ფესტივალის ხანგრძლივობა-5 დღე.
▪ საფესტივალო 5 დღის მანძილზე მხატვრებსა და მოქანდაკეებს ყველა პირობა ექნებათ შექმნილი საკონკურსო ნამუშევრის შესაქმნელად.

🖇Signagi ART Festival-ის დაჯილდოების ცერემონიალი 26
აგვისტოს გაიმართება და გაიცემა ორი პრემია 5000-5000 ლარის ოდენობით, ფერწერასა და ქანდაკებაში.

🔔 მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3S4clm6

* წარმოდგენილი განაცხადებიდან მოკლე სიას (short list) შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

* კონკურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან თბილისიდან ტრანსპორტირებით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამუშაო მასალით.

‼ განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 აგვისტოს 20:00 საათი.

🎯Signagi ART Festival საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით იმართება.

#სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.