ახალი სკოლა ქვემო მაჩხაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა.

სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 90-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.

ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.

სოფელ ქვემო მაჩხაანის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 9  საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია მოეწყო.

საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.