ღირსეული ახალგაზრდები სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში მაცხოვრებელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი ჩაატარა.

კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მთლიანობაში 7 ლექცია და 8 საველე გასვლა განხორციელდა, რომლის შედეგად მონაწილეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს.

დასკვნითი ღონისძიება სიმბოლურად სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთ ბურჯზე ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი კახეთის რეგიონში პირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ლეგიონის წარმომადგენელთა თქმით სწავლება წარმატებით დასრულდა და სამომავლოდ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას ელიან.

აღნიშნული კურსი ადგილობრივი ახალგაზრდების  სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებას და მათ აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ფოტოების ავტორი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი

#სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.