Tani • თანი – ქართული ელემენტებით მდიდარი ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები თამუნა დურგლიშვილისგან

წარმოებულია სიღნაღში

ქართული ბრენდი „თანი“ მომხმარებელს სთავაზობს ძველი ტრადიციული ორნამენტების გათანამედროვებულ ვარიაციებს ტყავის აქსესუარების სახით. აქ წარმოდგენილი პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანზე მორგებული სტილით. „თანი“ ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ ქვეყნის გარეთაც და წარმოაჩენს ქართული ხელოვნების ძირითად ფასეულობებს.

ბრენდი ოფიციალურად 2017 წელს შექმნა თამუნა დურგლიშვილმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი პროდუქცია ძალიან მრავალფეროვანია.

„თანიში“ წარმოდგენილია ჩანთები, ქამრები, საფულეები, სამაჯურები, ბაფთები და კიდევ მრავალი სხვა. მეუღლესთან ერთად ფეხსაცმელზე მუშაობაც დაიწყო, რითაც მეტად მრავალფეროვანს გახდის ბრენდს.

პროდუქციას გამოარჩევს ძველი ქართული ორნამენტები, რომლებსაც ათანამედროვებენ და ისე აწვდიან მომხმარებლებს ტყავის სახით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ნივთი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და დამუშავების ტექნიკით.

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, თანის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ასევე ქალაქ სიღნაღში, მისამართი: ვანო სარაჯიშვილის N1.

ლოკაცია რუკაზე: https://g.page/r/CSu4CRfR2pNOEBA

ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/TaniHandmade

Tani • თანი – ქართული ელემენტებით მდიდარი ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები თამუნა დურგლიშვილისგან

#სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.