September 2022

8 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ფესტივალი “ფიროსმანია” გაიმართება

8 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ფესტივალი “ფიროსმანია” გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 8 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ფესტივალი – „ფიროსმანია სიღნაღში გაიმართება“.ფესტივალის პროგრამა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან შემეცნებით, შემოქმედებით, სანახაობით ღონისძიბებს მოიცავს.ფესტივალის პროგრამა:11:00 ფესტივალის გახსნა;11:30 ნიკო ფიროსმანის მონუმენტის გახსნა ბულვარში;12:00 სიღნაღის ეროვნული მუზეუმი-გასტრონომიული პრეზენტაცია „მარგარიტას ვარდები“; 12:00 შემოქმედებითი ხატვა სკოლის მოსწავლეებისთვის; 12:00 თავისუფალი ხატვა მოყვარულებისთვის;12:00 ფიროსმანის გაცოცხლებული პერსონაჟები;12:00 თემატური სამაგიდე თამაშები;12:00 ფანქრებით გაფერადების კუთხე პატარებისთვის;12:00 ხელნაკეთი ნივთების

ახალი სკოლა ქვემო მაჩხაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა. სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 90-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას. ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. სოფელ ქვემო მაჩხაანის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად

ტურისტების რაოდენობით სიღნაღი წელსაც ლიდერია რეგიონში

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, ამავე პერიოდში, უცხოელი ტურისტები ყველაზე მეტჯერ, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგს, ქუთაისს, მარნეულს, ბორჯომს, სიღნაღსა და გორს ესტუმრნენ. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის I-II კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას 38.4%-ით ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა) მოჰყვება. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის, გუდაურში, რომლის

ღირსეული ახალგაზრდები სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში მაცხოვრებელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი ჩაატარა. კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მთლიანობაში 7 ლექცია და 8 საველე გასვლა განხორციელდა, რომლის შედეგად მონაწილეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს. დასკვნითი ღონისძიება სიმბოლურად სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთ ბურჯზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი კახეთის რეგიონში პირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ლეგიონის წარმომადგენელთა თქმით სწავლება წარმატებით დასრულდა და სამომავლოდ

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.