August 2022

Tani • თანი – ქართული ელემენტებით მდიდარი ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები თამუნა დურგლიშვილისგან

წარმოებულია სიღნაღში ქართული ბრენდი „თანი“ მომხმარებელს სთავაზობს ძველი ტრადიციული ორნამენტების გათანამედროვებულ ვარიაციებს ტყავის აქსესუარების სახით. აქ წარმოდგენილი პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანზე მორგებული სტილით. „თანი“ ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ ქვეყნის გარეთაც და წარმოაჩენს ქართული ხელოვნების ძირითად ფასეულობებს. ბრენდი ოფიციალურად 2017 წელს შექმნა თამუნა დურგლიშვილმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი პროდუქცია ძალიან მრავალფეროვანია. „თანიში“ წარმოდგენილია ჩანთები, ქამრები, საფულეები, სამაჯურები, ბაფთები და კიდევ მრავალი სხვა. მეუღლესთან ერთად ფეხსაცმელზე მუშაობაც დაიწყო,

გოგა აბრამიშვილი – აგვისტოს ომის გმირი სიღნაღიდან

გოგა აბრამიშვილი – 2008 წლის აგვისტოში გმირულად დაღუპული ქართველი ქირურგი.მან ევაკუაციის პირობებშიც კი არ მიატოვა გორის ჰოსპიტალი, ამბობდა – იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდება და გასაჭირში ვერავის მივატოვებო.იგი 11 აგვისტოს რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.დარჩა მეუღლე და 3 შვილი.მას ომში იარაღით არ უბრძოლია. მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა.დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და

სოფელი ანაგა-ქიზიყის კარიბჭე

სოფელი ანაგა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 400 მ-ზე, სიღნაღიდან 6 კმ-ში მდებარეობს. ანაგა ქიზიყის კარიბჭედ მოიაზრება. იგი უბატონო მხარის დასაწყისია. სოფელში ოდესღაც ჩვიდმეტი ტაძარი ყოფილა, დღესდღეობით კი თოთხმეტიღაა შემორჩენილი. ესენია: ღვთისმშობლის ეკლესია,( XVს) წმ.ბარბარეს ეკლესია,(XVI ს) წმ. ელიასი (VIII-IX) ყველაწმინდის ეკლესია (XII ს) და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (X ს) კვირაცხოველის ეკლესია, (XIს ) აღდგომის ეკლესია (XII ს) წმ.ნინოს ეკლესია (XVI ს) , ჯაგის წმინდა გიორგის ეკლესია( XVI ს) წმ.გიორგის ეკლესია,

სიღნაღის ციხე-გალავანი

სიღნაღს ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება, მას თითქმის 40 ჰა უჭირავს და 4 კმ-ის სიგრძისაა. ისტორიკოსთა ნაწილი ციხის აგებას ერეკლე II-ს მიაწერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მან მხოლოდ აღადგინა სიმაგრე. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა

სიღნაღელი ევროპის ჩემპიონი! ცოტნე ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ოქროს მედალი

ქალაქ სიღნაღის მაცხოვრებელმა ცოტნე ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო და ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პაუერლიფტინგში პირველობა არავის დაუთმო. ჩვენი სააგენტოს სახელით ვულოცავთ ცოტნეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს ღირსეულ გამარჯვებას. #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

#სიღნაღი #საქართველო #Sighnaghi #Georgia

სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

მოყვარული ბლოგერებისთვის და დამწყები ჟურნალისტებისთვის

მედია სააგენტო „სიღნაღი“  ითანამშრომლებს მოყვარულ ბლოგერებთან და დამწყებ ჟურნალისტებთან. თუ ფიქრობ, რომ კარგად წერ და იცი როგორ გადმოსცე მნიშვნელოვანი ფაქტების და სიახლეების შესახებ, თუ ფიქრობ რომ შენი ხმა ბევრმა უნდა გაიგოს და ამისთვის არ გაქვს შესაბამისი პლატფორმა. თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი და გჭირდება გამოცდილება სასურველ პროფესიაში, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ თქვენი სტატიები (ისტორიები,პრობლემები,სიახლეები და ა.შ) და განვათავსოთ სააგენტოს ვებ და FB გვერდებზე, რა თქმა უნდა ავტორის მითითებით. ნებისმიერი ასაკის ადამიანის

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.