Uncategorized

12 ოქტომბერს სიღნაღი ღვინის დღეებს უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“. 12 ოქტომბერს კი ღვინის დღეებს სიღნაღი უმასპინძლებს. იხილეთ პროგრამა 12 ოქტომბერი  სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი  15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. 15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური; მწვადი; ყველი; თაფლი; ტყლაპი; ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძები. 15:00–18:00 პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა. 15:00–15:30 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა. 15:00–18:00 კერამიკაზე მოხატვის მასტერკლასები. 16:30–17:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა. 15:00–20:00 ექსკურსიები სიღნაღის მარნებში. 15:00–20:00 შემეცნებითი ინტერაქტიული

8 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ფესტივალი “ფიროსმანია” გაიმართება

8 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ფესტივალი “ფიროსმანია” გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 8 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ფესტივალი – „ფიროსმანია სიღნაღში გაიმართება“.ფესტივალის პროგრამა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან შემეცნებით, შემოქმედებით, სანახაობით ღონისძიბებს მოიცავს.ფესტივალის პროგრამა:11:00 ფესტივალის გახსნა;11:30 ნიკო ფიროსმანის მონუმენტის გახსნა ბულვარში;12:00 სიღნაღის ეროვნული მუზეუმი-გასტრონომიული პრეზენტაცია „მარგარიტას ვარდები“; 12:00 შემოქმედებითი ხატვა სკოლის მოსწავლეებისთვის; 12:00 თავისუფალი ხატვა მოყვარულებისთვის;12:00 ფიროსმანის გაცოცხლებული პერსონაჟები;12:00 თემატური სამაგიდე თამაშები;12:00 ფანქრებით გაფერადების კუთხე პატარებისთვის;12:00 ხელნაკეთი ნივთების

ახალი სკოლა ქვემო მაჩხაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა. სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 90-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას. ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. სოფელ ქვემო მაჩხაანის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად

ტურისტების რაოდენობით სიღნაღი წელსაც ლიდერია რეგიონში

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, ამავე პერიოდში, უცხოელი ტურისტები ყველაზე მეტჯერ, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგს, ქუთაისს, მარნეულს, ბორჯომს, სიღნაღსა და გორს ესტუმრნენ. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის I-II კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას 38.4%-ით ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა) მოჰყვება. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის, გუდაურში, რომლის

ღირსეული ახალგაზრდები სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში მაცხოვრებელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი ჩაატარა. კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მთლიანობაში 7 ლექცია და 8 საველე გასვლა განხორციელდა, რომლის შედეგად მონაწილეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს. დასკვნითი ღონისძიება სიმბოლურად სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთ ბურჯზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი კახეთის რეგიონში პირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ლეგიონის წარმომადგენელთა თქმით სწავლება წარმატებით დასრულდა და სამომავლოდ

Tani • თანი – ქართული ელემენტებით მდიდარი ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები თამუნა დურგლიშვილისგან

წარმოებულია სიღნაღში ქართული ბრენდი „თანი“ მომხმარებელს სთავაზობს ძველი ტრადიციული ორნამენტების გათანამედროვებულ ვარიაციებს ტყავის აქსესუარების სახით. აქ წარმოდგენილი პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანზე მორგებული სტილით. „თანი“ ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ ქვეყნის გარეთაც და წარმოაჩენს ქართული ხელოვნების ძირითად ფასეულობებს. ბრენდი ოფიციალურად 2017 წელს შექმნა თამუნა დურგლიშვილმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი პროდუქცია ძალიან მრავალფეროვანია. „თანიში“ წარმოდგენილია ჩანთები, ქამრები, საფულეები, სამაჯურები, ბაფთები და კიდევ მრავალი სხვა. მეუღლესთან ერთად ფეხსაცმელზე მუშაობაც დაიწყო,

სიღნაღელი ევროპის ჩემპიონი! ცოტნე ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ოქროს მედალი

ქალაქ სიღნაღის მაცხოვრებელმა ცოტნე ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო და ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პაუერლიფტინგში პირველობა არავის დაუთმო. ჩვენი სააგენტოს სახელით ვულოცავთ ცოტნეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს ღირსეულ გამარჯვებას. #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

#სიღნაღი #საქართველო #Sighnaghi #Georgia

სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

მოყვარული ბლოგერებისთვის და დამწყები ჟურნალისტებისთვის

მედია სააგენტო „სიღნაღი“  ითანამშრომლებს მოყვარულ ბლოგერებთან და დამწყებ ჟურნალისტებთან. თუ ფიქრობ, რომ კარგად წერ და იცი როგორ გადმოსცე მნიშვნელოვანი ფაქტების და სიახლეების შესახებ, თუ ფიქრობ რომ შენი ხმა ბევრმა უნდა გაიგოს და ამისთვის არ გაქვს შესაბამისი პლატფორმა. თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი და გჭირდება გამოცდილება სასურველ პროფესიაში, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ თქვენი სტატიები (ისტორიები,პრობლემები,სიახლეები და ა.შ) და განვათავსოთ სააგენტოს ვებ და FB გვერდებზე, რა თქმა უნდა ავტორის მითითებით. ნებისმიერი ასაკის ადამიანის

ზაფხულის ღამის ფესტივალი სიღნაღში

13 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება #სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

© 2022 სიღნაღი Sighnaghi . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.