
პრემიერ – მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით.
27 დეკემბერს სიღნაღში მრავალფეროვანი საახალწლო აქტივობები იქნება.
ძირითადი ლოკაცია აღმაშენებლის მოედანია.
პროგრამა დაიწყება 14:00 საათზე და დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობით.
14:00 – 19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
15:00 – 17:00 ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან
14:00 – 14:30 – თოჯინების თეატრი „ჟოზე“
15:00 – 16:00 საბავშვო კონცერტი – „მეკო სტუდია“
16:00 – 17:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
18:00 – მთავარი ნაძვის ხის ანთება
18:15 – 19:15 ჯგუფი „ურსა“
19:30 – 20:30 – ჯგუფი „მიქსტურა“
20:30 – საზეიმო ფოიერვერკი