ტურისტული მარშუტები

                                  

ბოდბის მონასტერის მონახულება –  ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერს (IV-XIIსს.), რომელიც სიღნაღიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით სოფელ ბოდბეში მდებარეობს. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, ქართველთა განმანათლებელის წმ. ნინოს საპატივსაცემოდ. წმინდანი ბოდბეში გარდაიცვალა და აქვეა დასაფლავებული. აქ ხდებოდა კახთა მეფეების მეფედ კურთხევა. მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს, მის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის  და  კვიპაროსის ხეები იზრდება.  

გასეირნება ქ. სიღნაღში(სიღნაღიმდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში და წარმოადგენს სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქია და მისი მოსახლეობა შეადგენს 2,146 ადამიანს. სიღნაღის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს ღვინისა და ტრადიციული ხალიჩების წარმოებას, ასევე ტურიზმს. ქალაქი და მისი შემოგარენი ცნობილია ულამაზესი პეიზაჟებითა და ისტორიული ძეგლებით. სიღნაღში სულ ახლახანს დასრულდა ფუნდამენტური რეკონსტრუქციის პროგრამა, რამაც ქალაქი საქართველოს ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი გახადა.

 დათვალიერება რეაბილიტირებული ქუჩების , ღვინის მარნების( ,,ხოხბის ცრემლები,” ღვინის სამყარო ), ქალაქში არსებული ეკლესიების(წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესია,წმ. გიორგის ეკლესია, წმ. თამარის სახელობის ეკლესია.), ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმის(სადაც ასევე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის ექსპოზიცია),

გასეირნება გალავნის რესტავრირებულ ნაწილში(სიღნაღის მომხიბვლელობას და ისტორიულმხატვრულ ღირებულებას განსაზღვრავს ციხე გალავანი, რომელიც უგრძესია საქართველოში (4.5 კმ.) და მოხდენილად არის ჩართული ქალაქის ურბანულ სტრუქტურაში.
სიღნაღის ციხე ერთერთი უდიდესია საქართველოს ისტორიულ ნაგებობათა შორის. მისი ფართობი 40 ჰექტარის, აქვს უსწორმასწორო გეგმა, რადგან მთიან რელიეფს მიუყვება და ღრმა ხევში ეშვება. გალავანს ამშვენებს 23 ბურჯი და 6 კარიბჭე. თითოეული ბურჯის დიამეტრი 3-3.5 მეტრია, სიმაღლე 4-5 მეტრი. გალავნის კედლები ორიარუსიანია, სისქით მეტრნახევარი. შიდა კედელზე არის სავალი ბილიკი. სიღნაღის გალავნის ერთერთ სეგმენტზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო გადასახედები საბრძოლო გოდოლებიდან და სასეირნო ბილიკები ტურისტებისთვის.
ციხეგალავანი ნაშენია უსაძირკვლოდ, ახლომდებარე სოფლებში არსებული რიგის ქვით, ქვიშითა და კირით. მან საუკუნეების განმავლობაში უამრა თავდასხმას გაუძლო და დღესაც სიმტკიცისა და თავისუფლების სიმბოლოდ არის აღმართული).

სოფ. ტიბაანში წმ. სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის მონახულება –(მონასტერი VI . ქალაქური ტიპის დასახლება აქ ძვ.. VI-IV სს.–დან არსებობდა. მონასტერი კი ასურელი მამის სტეფანე ხირსელის მიერაა VI . დაარსებული. იგი იქვეა დაკრძალული. მის საფლავს თურმე არა მხოლოდ ქართველნი, მაჰმადიანი ლეკებიც სცემდნენ თაყვანს.ტაძრის პირველი ფენა VI ისაა, X ში კი იგი ჯვარგუმბათიანად გადააკეთეს. იგი XI და XVI სსშიც შეუკეთებიათ. ერეკლე II–ის დროს ხირსა ჯარის შეყრის ადგილი იყო) .

 
May 2017
M T W T F S S
« Oct    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
სსს