ბოდბის ეპარქია

   ბოდბის ეპარქია – საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო,  აღმოსავლეთ საქართველოში , უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქიზიყის, ძველ კამბეჩოვანის მხარეში  მდებარეობს. მის შემადგენლობაში შედის  სიღნაღის მუნიციპალიტეტი. ბოდბის ეპარქიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნეკრესის, დასავლეთიდან გურჯაანი-ველისცხისა და საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიები, სამხრეთით და აღმოსავლეთით – დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია.
ბოდბის ეპარქია დაარსებული უნდა იყოს V საუკუნეში (506 წ. ბოდბელი მღვდელმთავარი ლაზარე აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებთან ერთად დვინის საეკლესიო კრებას ესწრებოდა). მოიცავდა ქიზიყს სოფელ კონდოლის ხაზამდე. იგი XV საუკუნიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამეფოს ისტორიაში. XV საუკუნის დასასრულს და XVI საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფეებმა ბოდბელ ეპიკოპოსს ერთ-ერთი სადროშოს (სამხედრო ოლქის) მეთაურობა ჩააბარეს. ბოდბის საეპისკოპოსო დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა. 1751-1764 წლებში მის განკარგულებაში იყო დავით გარეჯის მონასტერი, რომლის არქიმანდრიტ-წინამძღვრად ბოდბელი ითვლებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში საეპისკოპოსოში 100-ზე მეტი სამრევლო ეკლესია ირიცხებოდა. 1811 წელს საქართველოში რუსეთის მმართველობის მიერ ჩატარებული საეკლესიო რეორგანიზაციის შედეგად ბოდბის საეპისკოპოსო გაუქმდა და ახლად ჩამოყალიბებულ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში შევიდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე განახლებულად ჩაითვალა ბოდბის საეპისკოპოსოც. მისი მართვა დროებით შეთავსებული ჰქონდა ალავერდელ მღვდელმთავარს. 1925 წლის 22 ოქტომბერს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით, ალავერდის ეპარქიას გამოეყო ბოდბის ეპარქია.
2001 წლის ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიას მართავს მთავარეპისკოპოსი დავით ტიკარიძე.
2010 წლის სექტემბრიდან ბოდბის ეპარქიას გამოეყო დედოფლისწყარო და შეუერთდა მანამდე შექმნილ (30 აპრილი, 2010) ჰერეთის ეპარქიას,  რომელიც, საბოლოოდ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიად ჩამოყალიბდა.

 

 
April 2017
M T W T F S S
« Oct    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სსს