სპორტი

ქიზიყელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ვაჟკაცობით, რასაც ისინი ომში მამაცური ბრძოლით, მშვიდობიანობისას კი სპორტული მიღწევებით ავლენდნენ.

მხარის ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობა იყო ჭიდაობა, რომელსაც სახალხო დღეობებზე აწყობდნენ სიღნაღელები. გასულ საუკუნეში სიღნაღელმა სპორტსმენებმა თავი გამოიჩინეს ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში. ჭადრაკში საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულის, ივანე სიფრაშვილის მოწაფეები მონაწილეობას იღებენ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სიღნარელ ძალოსანთა წარმატება, ხოლო ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონის წოდების აღიარებული მფლობელია სპორტის დამსახურებული ოსტატი, შოთა ბეჟაშვილი, რომელმაც 1997 წელს 110 კგ.წონით კატეგორიაში ამერიკის შეერთებულ შტატებშის ქალაქ პორტლენდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 240 კგ.აჩვენა. ევროპის თასის მფლობელია მისი აღზრდილი დავით მერაბიშვილი, რომელმაც 1993 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი  დაიკავა. საერთაშორისო კლასის ოსტატია მამუკა შენგელია, 2007 წელს კი საქართველოს მასშტაბით ძალისმიერ სამჭიდში საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება მიიღო გიორგი ბეჟაშვილმა, სამჭიდში საერთაშორისო სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა გიორგი ბეჟაშვილმაც, რომელმაც სამჭიდში 200 კგ. აჩვენა.

ბოლო ოთხი წელია, საქართველოში, 5 მაისს, შოთა ბეჟაშვილის დაბადების დღეს, ტარდება მისივე სახელობის რესპუბლიკური ტურნირი. მისი თასის მფლობელები არიან : ზაურ ჯავახიშვილი, ზურაბ მოსულიშვილი, კობა ჯავახიშვილი, გიორგი ბეჟაშვილი და გიორგი მჭედლიშვილი.

დღეისათვის, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სექციები, რომლებშიც მოსწავლეებს პროფესიონალი მწვრთნელები ავარჯიშებენ.

 
August 2017
M T W T F S S
« Oct    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
სსს