ვაქირი

   სოფლის  შესახებ
ვაქირის შესახებ ისტორია მოგვითხრობს ერთ ამბავს  ”1722 წელს მეფის რუსეთის სამსახურში მყოფმა გერმანელმა მეცნიერმა ა.გიულდენშტედტმა ერეკლე მეფის თანხლებით კახეთში იმოგზაურა. 1722 წლის 22 თებერვლიდან 12 მარტამდე ისინი იყვნენ ქიზიყის ერთ-ერთი დაწინაურებულ სოფელ ვაქირში. მეფეს თან  ახლდა 1000-ზე მეტი ვაჟკაცი .ა.გიულდენშტედტი იმ პერიოდში ვაქირს უწოდებს ”დაბას,რომელსაც აქვს დიდი მონასტრები ქართული წარწერებით და დაბას, რომელიც  ძალიან უყვარს ერეკლე მეფეს”. ვაქირში შემონახულია  ქარტული კულტურისათვის მეტად საყურადგებო ძეგლები: კვირაცხოვლის და ნათლისმცემლის ეკლესიები, ასევე ვაქირს ეკუთვნის სიღნაგის ტერიტორიაზე  მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაც.ვაქირის   სასაფლაოზე შემორჩენილია ნანგრევები, რომლის სახელიც ”კოპალას” უკავშირდება. ამჟამად ცნობილია „ნატვრის წმინდა გიორგის“  სახელით.

 

  იოველ ხატიაშვილი

ვაქირში იყვნენ  ადამიანები,რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სოფლის კეთილდღეობაში.ერთ–ერთი მათგანია  მღვდელი იოველ ხატიაშვილი,რომელმაც  ხელი შეუწყო სოფელში წერა-კითხვის გავრცელებას და გახსნა საკუთარი საერო სკოლა,რომელიც პირველი იყო მთელ სიღნაღის მაზრაში.ამის შესახებ თვით იოველ ხატიაშვილი წერს: ”სკოლა გავხსენ,მე საქართველოს ეგსარხოსის მოწერილობისა ძალით, 1844 წელში,როდესაც არც ერთი სკოლა ჩვენს მხარეში არ იყო და ამ სკოლისათვის მე აღვაშენე ჩემი საკუთარი ხარჯით, ჩემ  საკუთარ ადგილზე დიდი ქვითკირის სახლი…ამ სკოლას აქვს მარტო გული-სიგრძე 13 1\2 არშანი, განი 7 1\2 არშანი, 7 ფანჯარა – თითოს სიმაღლე 2 1\2 არშანი და განია 1 1\2 არშანი. გასახურებელი ბუხრები აქვს 2 და საჭირო მებელითაა გაწყობილი.ამ სკოლაში მე რამოდენიმე წელიწადი ვასწავლიდი უჯამაგიროდ”.

 

ძველი ფოტოები

 

 

მასალა დამუშავდა პროექტის  ”აქტიური ახალგაზრდობა – დაცული კულტურული მემკვიდრეობა” ფარგლებში, ,,კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგისა” და ,,სამოქალაქო ინიციატივის” მიერ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის შეგროვებასა და დამუშავებაში მონაწილეობას იღებენენ ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები:
გიგა ჯანყარაშვილი;
ალეკო ნანობაშვილი;
ნათია დემეტრაშვილი;
მარიამ ქემაშვილი;
შორენა ბეჟაშვილი.
 
June 2017
M T W T F S S
« Oct    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სსს