|   სოფელ ანაგაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

 

 3 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, 2016 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის შემდეგ,  საბავშვო ბაღი გაიხსნა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი, გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სოფელ ანაგის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ესტუმრნენ და პატარებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ანაგის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,  შენობის სახურავი,  იატაკი, კარ-ფანჯარა, სამზარეულო, სველი წერტილები და საკლასო ოთახები გარემონტდა, ასევე, ახალი ინვენტარი განთავსდა, რისთვისაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  80 000 ლარი დაიხარჯა.

 
August 2017
M T W T F S S
« Oct    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
სსს