|   სიღნაღის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული ფორუმი“ ჩატარდა

28 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, პროექტის „ახალგაზრდები განვითარებისთვის“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით,  „ახალგაზრდული ფორუმი“  გაიმართა.

„რეგიონის განვითარების ცენტრმა“ მონაწილეებთან კონსულტაციების შემდეგ, შეიმუშავა სახელმძღვანელო -„მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან მუშაობის პოლიტიკა,“ რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენლებს ახალგაზრდული პროექტების ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება.

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების თანამშრომლობის და ჩართულობის გაღრმავება. პროექტი საერთაშორისო ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“(NED) მხარდაჭერით განხორციელდა.

 
July 2017
M T W T F S S
« Oct    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
სსს