|   პროექტი „ცოცხალი წიგნები“ სიღნაღში

 

  5 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ლიტერატურული პროექტის „ცოცხალი წიგნების“   ფარგლებში,  სიღნაღს თანამედროვე მწერლები ეწვევიან.

სტუმრები საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას  წარუდგენენ, გააცნობენ როგორია ცოცხალი ლიტერატურული შემოქმედების პროცესი. პროექტის ფარგლებში ისინი ბიბლიოთეკებს და მუზეუმებს ესტუმრებიან.

მწერლებთან ერთად სიღნაღს წიგნის გამავრცელებელი კომპანია „ტელექსი“ ეწვევა და საზოგადოებას ახალ გამოცემებს შესთავაზებს.

შეხვედრა შედგება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ბიბლიოთეკაში-11:00საათზე, სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკაში -13:00, ხოლო წნორში „ცოდნის კაფეში“ 16:00 საათზე გაიმართება.

 

 
September 2017
M T W T F S S
« Oct    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
სსს