ს. შანშიაშვილის მუზეუმი

სანდრო შანშიაშვილი დაიბადა 1888 წლის 13 ივლისს სიღნაღის რ. სოფ ჯუგაანში. პედაგოგისა და მღვდლის ოჯახში.

მან დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელ ჯუგაანში. 1905-1906 წწ სანდრო სწავლობდა სამხატვრო სასწავლებელში. ამ სასწავლებელში ყოფნის დროს 1906 წ „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ზღვა“.

1907 წ ქართული გიმნაზიის   VI კლასში ყოფნის დროს ჟანდარმერიამ გაჩხრიკა და დააპატიმრა არალეგალური, ცარიზმის წინააღმდეგ მიძღვნილი  ლექსის „მტარვალის“  გამო.

პატიმრობაში ყოფნის დროს, 1908წ გამოვიდა მისი ლექსების კრებული „ბაღი სვდისა“.

1923 წ  35წლის ასაკში სანდრო შანშიაშვილი  დაოჯახდა, ცოლად მიიყვანა მარიამ კავრაძე. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი.

1979 წ   28  ოქტომბერს 91წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა სანდრო შანშიაშვილი. იგი დაკრძალულია თბილისში „დიდუბის პანთეონში“ მეუღლესთან ერთად.

 

 

სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმის ისტორია

 

სანდრო შანშიაშვილის სახლი აშენებულია მისი პაპის, ალექსანდრეს მიერ 1821 წელს. ამ სახლის მუზეუმად გადაკეთება მოხდა მწერლის გარდაცვალების შემდეგ 1986 წელს, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა მისმა ქალიშვილმა ლატავრამ.

მუზეუმში დაცული ექსპონატების ძირითადი ნაწილი შესადგენს სანდრო შანშიაშვილის პირად ნივთებს. ესენია: მწერლის სამუშაო მაგიდა თავისი სავარძლით, წიგნების კარადა, კედლის საათი, სავარძელი საქანელა, ჭურჭლის კარადა, ტანსაცმლის შესანახი კამოდი და სხვა… აგრეთვე, კედლებს ამშვენებს მწერლის სიცოცხლეშივე გაკეთებული გამოჩენილ პიროვნებათა ჩანაწერები, რომლებიც ფასდაუდებელ ექსპონატს წარმოადგენს მუზეუმში.

 

 
August 2017
M T W T F S S
« Oct    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
სსს