ს. მირიანაშვილის მუზეუმი

საქართველოს სახალხო არტისტი, ხელვნების დამსახურებული მოღვაწე, ალექსანდრე (სანდრო) პეტრეს-ძე მირიანაშვილი დაიბადა 1914 წელს 25 სექტემბერს    ქ. სიღნაღში.

მამას -პეტრე ლევანის-ძეს ეკონომიური განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში.

დედა- ქეთევან მენთეშაშვილი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

6 თვის ალექსანდრე  მოუნათლავს ვაჟა-ფშაველას და თავისი ხელით გამოთლილი ფანდური უჩუქებია, მეორე ნათლია „საქართველოს ბულბულად“ წოდებული ვანო სარაჯიშვილი ყოფილა.

სანდრო მირიანაშილის მუსიკალური შემოქმედების აკვანი პირველად სწორედ მის მშბლიურ ქალაქში – სიღნაღში დაირწა. ჯერ კიდევ ბავშვმა შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები –  რომანსი „თეთრი ვარდი“ და მისი პირველი შემსრულებელი დიდი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი იყო. მომავალი კომპოზიტორი სწავლობდა ბოდბის წმ. ნინოს მონასტერთან არსებულ სამუსიკო კლასში კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის დედის პედაგოგობით.

1930 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში, ფორტეპიანოსა და საკომპოზიციო განყოფილებაზე, რომელიც ასევე წარმატებით დაამთავრა 1934 წელს და სწავლა გააგრძელა კონსერვატორიაში ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსეთში.

იგი დაქორწინდა ლენინგრადელ ანასტასია ალექსის-ასულ კონონოვაზე. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი რუსუდანი და ქეთევანი. მოომავალ მეუღლეს იგი გაეცნო ფრონტის ხაზზე, სადაც ის მოხალისედ წავიდა და ლენინგრადის  ბლოკადის დროს კონცერტებსაც მართავდა.

კომპოზიტორმა დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ესტრადას. მრავალმხრივია ს.მირიანაშვილის შემოქმედება. საესტრადო სიმღერებსა და რომანსებთან ერთად,   იგი ქმნიდა მუსიკას დრამატული სპექტაკლისათვის. კომპოზიტორი ქმნიდა სიმღერებს აგრეთვე თავის საკუთარ ლექსებზე. მირიანაშვილის ძირითადი ნაწარმოებებია რომანსები. კომპოზიტორმა შექმნა 200-ზე მეტი რომანსი. გარდა მუსიკისა, კომპოზიტორს აქვს შემქნილი შესანიშნავი მხატვრული ტილოები, ფლობდა ეთნოგრაფიულს და  საბიბლიოთეკო კოლექციებს, რომლებიც სიცოცხლეშივე გადასცა სახელმწიფოს.

1998 წლიდან სიღნაღში არსებობს ს.მირიანაშვილის მუზეუმი. მშობლიურ ქალაქსა და რაიონზე უზომოდ შეყვარებულ კომპოზიტორს არასდროს გაუწყვეტია მასთან კავშირი. იგი ყოველთვის მონაწილეობდა რაიონის კულტურის განვითარებისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. სიცოცხლეშივე მან მთელი თავისი ნამუშევრები, ეთნოგრაფიული მასალები, პირადი ნივთები, ჯილდოები, მდიდიარი ბიბლიოთეკა, ხატების და ხალხური საკრავების კოლექცია გადასცა კულტურის სამინისტროს, ხოლო სამინისტრომ გადმოსცა რაიონს, რის შემდეგაც  გაიხსნა მუზეუმი. მუზეუმშ არის 7750 ექსპონატი.

მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია ორ სართულზე 3 საექსპოზიციო ოთახში. დამთვარიელებელთა  განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ეთნოგრაფიული ნივთები და მისი ფერწერული ტილოები.

 

 
June 2017
M T W T F S S
« Oct    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სსს