ანსამბლი ,,მრავალჟამიერი”

 

ანსამბლი „მრავალჟამიერი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი პირველი ხელმძღვანელი სიღნაღის მკვიდრი, გიორგი(ლუდა) ქუფარაშვილი იყო. წლების განმავლობაში ანსამბლში მღეროდნენ: გიორგი ქუფარაშვილი, ალექსანდრე ვანიძე, ნიკო მექერიშვილი, ომარ კოკოლიშვილი, პლატონ ხიდურელი, გოგია შაიშმელაშვილი, გოგია ტუხაშვილი, ბორია ათუაშვილი, კარლო ივანიშვილი, ტარიელ ბაბაკიშვილი, ვალიკო შალვაშვილი, ფარნაოზ ხმალაძე, ბეჟან ნანობაშვილი, ვახტანგ კერესელიძე, ვალიკო ნანობაშვილი.

1962-63 წლებში მას სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. გიორგი ქუფარაშვილის ხელმძღვანელობის დროს დაამუშავეს და შეადგინეს ხალხური სიმღერების დიდი კრებული: ,,მრავალჟამიერი“, ,,ჩაკრულო’’, ,,ჩონგურო’’, ,,ზამთაროძ“, ,,წინწყარო“, ,,შენ ბიჭო ანაგურელო“, ,,შაშვი კაკაბი“, ,,ბინდის ფერია სოფელი’’, ,,სხვათა მოჯამაგირეობა“, ,მგზავრული“, ,,სატივეზე ტივი შევკარი“, ,,ქართველ დედას“, ,,შინმოუსვლელო, სადა ხარ“, ,,კალოს პირული“, ,,ბერიკაცი ვარ“, ,,ნანა“, ,,გაფრინდი შავო მერცხალო“, ,,მუმლი მუხასაო „ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი და მისი წევრები მივიწყებული ფოლკლორული სიმღერების აღდგენაზეც მუშაობდნენ.

1972 წელს გამართულ რესპუბლიკურ ფესტივალზე ანსამბლმა ლაურეტის წოდება მიიღო.

საკონცერტო რეპერტუარის დამუშავების  და შევსების შემდეგ, ანსამბლს ჟურნალისტმა ლამარა კიკილაშვილმა მოუსმინა და  თბილისის ტელევიზიაში სიმღერების ჩაწერა შესთავაზა. 1979 წელს ანსამბლი თბილისის ტეევიზიაში ჩავიდა და სოლისტთან, ნიკო მექერიშვილთან ერთად თითქმის ყველა სიმღერა ჩაწერა. ამავე წელს აკაკი ხორავას სახელობის თეატრში „მრავალჟამიერს“ შეხვედრა გაუმართეს. ანსამბლს სახელმწიფო ანსამბლის წოდება მიენიჭა. ამის შემდეგ ისინი უამრავ რესპუბლიკურ ღონისძიებაში იყვნენ მიწვეულები. აღსანიშნავია, რომ გუნდის არცერთ წევრს მუსიკალური განათლება არ მიუღია.

1960-იანი წლებიდან ანსამბლს შემოქმედებითი მუშაობა და წინსვლა არ შეუწყვეტია. სხვადასხვა დროს მისი ხელმძღვანელები იყვნენ: ვალიკო ნანობაშვილი, თინათინ კიკნაძე, ვახტანგ კერესელიძე.

2012 წელს ყვარელში გამართულ “არტ გენის“ ფოლკლორის ფესტივალზე ანსამბლმა საუკეთესოთა შორის მოიპოვა ადგილი, რის გამოც ფესტივალის დასკვნით კონცერტზე თბილისში მიიწვიეს.

ამჟამად „მრავალჟამიერს“ პაატა მელაძე ხელმძღვანელობს.

 

 

 
August 2017
M T W T F S S
« Oct    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
სსს