ინფრასტრუქტურა

2007 წლიდან დღემდე, გარდა ქალაქ სიღნაღის რეაბილიტაციისა, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე რეგიონული განვითარების ფონდების, ,,სოფლის მხარდაჭერის”, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გარემოს დაცვის სამინისტროს და საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხებით და ადგილობრივი შემოსავლებით, განხორციელდა სხვადასხვა სამუშაოები: გაიწმინდა და მოეწყო წყლის სათავე-ნაგებობები, არხები, მოეწყო ჭაბურღილები, რეაბილიტირებულია ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, აშენდა და რიგ სოფლებში შეკეთდა ამბულატორიები, შემოიღობა სასაფლაოები,  სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა რამდენიმე სოფელი, რეაბილიტირებულია საბავშვო ბაღები, აღდგენილია და მიმდინარეობს გაზიფიცირება მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში, სოფელ ჯუგაანში აშენდა ახალი სკოლა, საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში ჩატარდა მდინარე ,,ბელექანჩაის” ნაპირსამაგრი სამუშაოები, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაკეთდა გარე-განათება, მოეწყო მინი სტადიონები, შადრევნები და სკვერები, შეკეთდა მრავალსართულიანი სახლების სახურავები…

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ავტოსადგური ს.ს ,,წნორის სამგზავრო” ქ.სიღნაღსა და წნორში, რომელიც ემსახურება სამგზავრო გადაზიდვებს ქ.სიღნაღიდან თბილისის, თელავის,  რუსთავის მიმართულებით ასევე მუნიციპალიტეტის ზედა და ქვედა ზონის სოფლების მიმართულებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სატვირთო გადაზიდვებისთვის ავტოტრასპორტი ( კერძო სექტორი),, სამგზავრო გადაზიდვებისთვის მსუბუქი ავტოტრანსპორტი ( კერძო სექტორი). საავტომობილო გზის სიგრძეა 370კმ.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს  შ.პ.ს ,,ელექტრო კავშირი,” არის ინტერნეტი.

 
May 2017
M T W T F S S
« Oct    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
სსს