ნაირა გელაშვილი

 

გამოჩენილი სიღნაღელი მწერალი, გერმანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე ნაირა გელაშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში. მამა ვლადიმერ გელაშვილი ცნობილი მეღვინე იყო, დედა- ნინო ნოზაძე -ექიმი. იგი თბილისელი გახლდათ. 1942 წელს სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე სიღნაღის რაიონში გაამწესეს.

1965 წელს ნაირა გელაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გერმანისტიკის განხრით გააგრძელა სწავლა. 1970-73 წლებში იგი ასპირანტურაში, ევროპისა და ამერიკის ლიტერატურების ისტორიის სპეციალობით აგრძელებს სწავლას. 1969 წლიდან ნაირა გელაშვილი მთარგმნელობით მოღვაწეობას იწყებს. მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებები სხვადასხვა გაზეთებში იბეჭდება.

1970 წელს მწერალ გივი მარგველაშვილს მიყვება ცოლად. 1989 წლიდან თანამშრომლობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან და ცდილობდა, პრაქტიკული თუ თეორიული მოღვაწეობით ხელი შეეწყო ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებისათვის.

1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად სათავეში უდგება საერთო კავკასიურ კულტურულ-ეკოლოგიურ მოძრაობას: ,,კავკასია ჩვენი საერთო სახლი”. 1993 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ ,,კავკასიურ სახლს”, რომელიც კოლეგებთან ერთად დააფუძნა მთარმგნელთა კოლეგიის ბაზაზე. არის საქართველოს რ. მ. რილკეს საზოგადოების თავმჯდომარე; მის მიერვე დაფუძვნებული სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალის ,,აფრა” და რეგიონული საზოგადოებრივი ჟურნალის – ,,ჩვენი სოფელი” – მთავარი რედაქტორი.

თარგმნილი აქვს: მ. ეკჰარტის, ფ. ჰიოლდერლინის, ნოვალისის, ფ. შელინგის, ფ. ნიცშეს, რ. მ. რილკეს, გ. თრაქლის, გ. ჰაიმის, ე. ლ. შიულერის, მ. ჰაიდეგერის, თ. მანის, ჰ. ჰესეს, გ. მარგველაშვილის და სხვათა ცალკეული ნაწარმოებები.

 

 

გამოცემული აქვს უამრავი რომანი: ,,ამბრნი, უმბრნი და არაბნი;“ ,,დედის ოთახი;“ ,,სარკის ნატეხები;“ ,,ჩვენი გრძელი ამბავი;“ ,,პირველი ორი წრე.“ მოთხრობები: ,,მთვარით განათებულ ბაღი;“ ,,მოთხრობები.“ თარგმანები, პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები, რომლებიც დაბეჭდილია პერიოდულ პრესასა და წიგნების სახით.

მომზადებულია მწერლის თხზულებათა ოცტომეული. ამჟამად გამოცემულია რვა ტომი.

2008 წელს გამოვიდა რაინერ მარია რილკეს ხუთტომეული ნაირა გელაშვილის საერთო რედაქციით, რომლებშიც პროზა-პოეზიის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის თარგმანი ეკუთვნის მას. ამავე წელს ლიტერატურული პრემია ,,გალა” გადაეცა ნაირა გელაშვილს პროექტისათვის – რაინერ ,,მაია რილკეს თხზულებანი ხუთტომად” -წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის.

მთარგმნელობითი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს ავსტრიის კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პრემია.

2008 წელს მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძის პრემია შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

2010 წელს ლიტერატურული პრემია ,,საბა” მიენიჭა რომანისათვის ,,პირველი ორი წრე და ყველა სხვა”.

ასევე, 2007 წელს ლიტერატურული პრემია „გალა“ წლის საუკეთესო ლიტერტურული პროექქტისთვის-(რ.მ. რილკეს თხზულებათა ხუთტომეული, კომენტარებით).

 

ინფორმაციის წყარო:                კავკასიური სახლის ვებგვერდი – http://www.caucasianhouse.ge

 

 
July 2017
M T W T F S S
« Oct    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
სსს