გამგებლის ანგარიში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში
2015 წლის გაწეული მუშაობის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი თვითმმართველობის
აღმასრულებელი ორგანოა. „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის
ცვლილების თანახმად, 2014 წლიდან მუნიციპალიტეტს ჰყავს პირველი არჩევითი
გამგებელი, რომელიც საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულების და
გამგეობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ -ის და შპს-ების მეშვეობით.
გამგეობაში არის 8 (რვა) სამსახური, რომლებიც მუშაობენ საქართველოს
კანონდებლობის, გამგეობის დებულების, გამგებლის მიერ გამოცემული
ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების
შესაბამისად.
გამგებელს ჰყავს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე და 2 (ორი) თანაშემწე. გამგებლის
მოადგილეები, გამგებლის ბრძანების საფუძველზე, კურირებას უწევენ სამსახურებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური
შემოსავლების გეგმა შეადგენდა 5518 ათას ლარს, საიდანაც საგადასახადო შემოსავლები
შეადგენდა 1950 ათას ლარს, სხვა შემოსავლები 410 ათას ლარს, გამოთანაბრებითი
ტრანსფერი 3013 ათას ლარს და მიზნობრივი ტრანსფერი 145 ათას ლარს.
ფაქტიურმა შემოსავლებმა შეადგინა 6644 ათასი ლარი, გეგმიურ შემოსავალზე
1126 ათასი ლარით მეტი ანუ 120%. შემოსავლების ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია იმ
გადასახადების ზრდით, რაც წინა წლების განმავლობაში ირიცხებოდა სხვადასხვა
რაიონებში ( კომპანიები, რომელ რაიონებშიც იყო რეგისტრირებული, თანხების
გადახდა ხდებოდა იმ რაიონებში).
ადგილობრივი შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის მიწაზე ქონების
გადასახადის სახით, რაც შეადგენს 1700 -1800 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი
გადასახადებია საწარმოთა ქონებაზე, ბანკის პროცენტზე, ჯარიმა-საურავებზე,
პრივატიზაციასა და სხვადასხვა მოსაკრებლებზე.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, შრომის ანაზღაურებაზე უნდა
დახარჯულიყო გეგმით 1419 ათასი ლარი, ფაქტიურად, დახარჯულია 1399 ათასი
ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებზე წლის განმავლობაში უნდა დახარჯულიყო 102
ათასი ლარი, ფაქტიურად, დახარჯულია 98 ათასი ლარი. მნიშვნელოვანი ნაწილი
იხარჯება ა(ა)ი.პ.-ების სუბსიდიაზე. გეგმით უნდა დახარჯულიყო 1602 ათასი ლარი,
ფაქტიურად, დაიხარჯა 1596 ათასი ლარი. დანარჩენი თანხის ხარჯვა მოდის სოციალურ
პროგრამებზე- 430 ათასი წყლების მომსახურეობაზე გეგმა იყო 250 ათასი ლარი,
ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 238 ათასი ლარი, დასუფთავების მომსახურებაზე უნდა
დახარჯულიყო 279 ათასი ლარი, ფაქტიურად დაიხარჯა 269 ათასი ლარი, გარე
განათების მომსახურებაზე და ელ.ენერგიის გადახდაზე გეგმიური 275 ათასი ლარის
ნაცვლად დახარჯულია 246 ათასი ლარი. დარჩენილი თანხები დახარჯულია
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ბაღებისა და სკვერების, სასაფლაოების,
შადრევნების მომსახურებაზე, ტრანსპორტის მოვლა-შენახვაზე, კავშირგაბმულობის,
წყლის, გაზის გადასახადებზე და ა.შ.
ჩვენს მუნიციპალიტეტში 2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან,
სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა
მშენებლობა 101 ობიექტზე. მათ შორის: ადგილობრივი ბიუჯეტით 29 დასრულებული, 1
გარდამავალი ობიექტი და 7 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება. რეგიონული ფონდიდან 15
დასრულებული ობიექტი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 57 დასრულებული
ობიექტი. ამავე პერიოდში გაცემულია მშენებლობის ნებართვა 45 ობიექტზე, საიდანაც
ექსპლუატაციაში მიღებულია 34 ობიექტი.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმდა 13 იჯარის, 4 უსასყიდლო
უზუფრუქტის, 3 ქირავნობის და 2 თხოვების ხელშეკრულება. შეწყდა 3 ოჯახისა და 2
უზურფრუქტის ხელშეკრულება.
საჯარო აუქციონის წესით მოხდა 3 ობიექტის პრივატიზება. მათ შორის, 1
ავტომანქანის, 2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საიდანაც
შემოსულმა თანხამ შეადგინა 8 700 ლარი.
2015 წელს მარტო ინფრასტრუქტურის სამსახურში შემოსულია 1380 განცხადება,
რომელთაგან უმეტესობა მოითხოვდა ადგილზე მისვლასა და შესწავლას.
უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს გასულ წელს განხორციელებული პროექტები,
მოგახსენებთ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამონათვალს სოფლების მიხედვით.
სიღნაღი – 2015 წელს რაიკავშირის შენობაში მოხდა პოლიკნინიკის
რეაბილიტაცია, დაიხარჯა 20 ათას ლარამდე. საყრდენი კედლები მოეწყო რამდენიმე
ქუჩაზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 85 ათასი ლარი. (ევდოშვილის ქუჩა, წმინდა
გიორგის ქუჩა,სარაჯიშვილის ქუჩა და ა.შ.) 11 ათასი ლარია დახარჯული მუზეუმის
ფერდობის გამწვანების საფუძვლის მოწყობაზე და ა.შ.
ნუკრიანში 30 ათას ლარამდე დაიხარჯა სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, 10 ათასი
ლარი „ბასკოლიანთ“ უბნის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, 7,5
ათასი ლარი „ტოღნოღაანთ“ უბნის შიდა გზების რეაბილიტაციაზე, 8 ათას ლარამდე
ბაღების გაზიფირებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, 11 ათას ლარამდე
იუსტიციის სახლის წყალაცილების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე და ა.შ.
სოფელ ბოდბეში ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიხარჯა 60 ათასი
ლარი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გზების რეაბილიტაციაზე 9 600 ლარი, „კუს“
წყაროს წყლის ჭაბურღილზე რეზერვუარის მოწყობის სამუშაოებზე 14 700 ლარი,
ზ.ბოდბეში შიდა საუბნო გზების საერაბილიტაციო სამუშაოებზე 15 ათასი ლარი,
ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობაზე 77 ათასი ლარი, სასაფლაოსთან
მისასვლელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოეზე 275 ათასი ლარი,
„ოთარაანთ“ უბნის წყლის ავზის მოწყობაზე 4 ათასი ლარზე მეტი, გაზსადენი ქსელის
მოწყობაზე 3 ათასი ლარი და ა.შ.
ილიაწმინდა – საბავშვო ბაღისა და მუსიკალური სკოლის შენობის
რეაბილიტაციაზე დახარჯულია 67 ათასი ლარი, ბუნებრივი წყლის საკონტროლო ჭის
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 4 600 ლარი, ჭაბურღილის შეძენაზე 30 ათასი ლარი და
ა.შ.
მაღარო – დამატებითი რეზერვუარისა და სასმელი წყლის ქსელის მოწყობაზე 12
ათასი ლარი, „კელმეჩურის“ წყლის რეაბილიტაციაზე 4 400 ლარი, გაზსადენი ქსელის
მოწყობაზე 35 ათასი ლარი, ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციაზე 6 ათასი ლარი,
ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობაზე 74 ათასი ლარი და სკოლის გზის
ასფალტის საფარის მოწყობაზე 334 ათასი ლარი.
ძვ. ანაგა – სოფლის წყლის სათავე ნაგებობების მოწყობაზე 33 ათასი ლარი.
ანაგა – „კონსტანტინესა“ და „ტებელაანთ“ უბნებში ჭაბურღილებისა და
რეზერვუარების მოწყობაზე 129 ათასი ლარი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების
საავტომობილო გზების რეაბილიტაციაზე 33 ათასი ლარი, სარწყავი არხების
რეაბილიტაციაზე 11 ათასი ლარი და გზების რეაბილიტაციაზე 2 ათასი ლარი.
ვაქირი – წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 45 ათასი ლარი,
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გზების რეაბილიტაციაზე 5 ათასი ლარი, „ტინის
წყლის“ და „ნანობაანების“ უბნებში ჭაბურღილის, რეზერვუარისა და ქსელის მოწყობაზე
140 ათასი ლარი, ბაღის სარემონტო სამუშაოებზე 5 ათასი ლარი, სტიქიის შედეგად
მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 15 ათასი ლარი და ა.შ.
საქობო – ჭიდაობის არენის შემოღვობის სამუშაოებზე 3 ათასი ლარი, სკოლის
ჭაბურღილთან წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე 33 ათასი ლარი,
უნივერსიტეტთან ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოებზე 71 ათასი
ლარი, საბავშვო ბაღისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 93 ათასი ლარი,
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 20 ათას
ლარამდე, „შუალ ხეობის“ უბანში ავზის მოწყობაზე 6 500 ლარი და ა.შ. მაშნაარში
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე და წყალმომარაგების სამუშაოებზე დახარჯულია 17
ათასი ლარი.
წნორი – სანიაღვრე არხისა და ცხაურის მოწყობაზე 9 ათასი ლარი, სასოფლო-
სამეურნეო სავარგულებთან გზების რეაბილიტაციაზე 26 ათასი ლარი, სარწყავი არხის
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 19 600 ლარი, კანალიზაციების მოწყობაზე 44 ათას
ლარამდე საცხოვრებელ კორპუსებზე, გარე განათებასა და სხვა წვრილმან
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 20 ათას ლარამდე.
ჯუგაანი – ჭაბურღილების ამორეცხვისა და ტუმბოების მოწყობაზე 13 ათასი
ლარი, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარისა და წყალსადენის მაგისტრალის მოწყობაზე
86 ათასი ლარი. საბავშვო ბაღთან სახიდე გასასვლელის გაფართოებაზე 6 ათასი ლარი
და ა.შ. 8700 ლარია დახარჯული ერისიმედში. ტიბაანში საუბნო გზების
რეაბილიტაციაზე 5 ათასი ლარი, სკოლასთან მისასვლელი გზის ასფალტის საფარისა და
კიუვეტის მოწყობაზე 101 ათასი ლარი, სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო
სამუშაოებზე 36 ათასი ლარი და ა.შ. ბოდბისხევი – სასმელი წყლის სარეაბილიტაციო
სამუშაოებზე 54 ათასი ლარი, გზის ასფალტის საფარისა და კიუვეტის მოწყობაზე 375
ათასი ლარი.
მაჩხაანი – ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციაზე დახარჯულია 4800
ლარი, სანიაღვრე არხის მოწყობაზე 75 ათასი ლარი, სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე 9
ათასი ლარი. ხირსაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებში დაიხარჯა 32
ათასი ლარი, ადმინისტრაციული შენობის მოწყობაზე 10 ათასი ლარი, ჭაბურღილისა და
რეზერვუარის მოწყობაზე 80 ათასი ლარი, ხორნაბუჯში წყალმომარაგების სისტემის
რეაბილიტაციაზე 10 ათასი ლარი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი
გზების რეაბილიტაციაზე 8 ათასი ლარი, პოლიკნინიკის შენობის შესაძენად და
რეაბილიტაციისთვის 6 300 ლარი, წყალსადენის ქსელისა და რეზერვუარის მოსაწყობად
70 ათასი ლარი.
გარდა ზემო აღნიშნულისა, მთავრობის დახმარებით რაიონში განხორციელდა
რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანი
ფართობი გადაფარულია სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით, რეაბილიტაცია
გაუკეთდა ბოდბისხევი-ბოხორის გზას და სანიაღვრის სამუშაოებს, რაშიც 50 %
თანადაფინანსებით მონაწილეობა მიიღო ჩვენმა მუნიციპალიტეტმა. რეაბილიტაცია
გაუკეთდა ილიაწმინდა-მაღარო-ბოდბის ცენტრალურ გზას. ვაქირში დაიწყო წვეთოვანი
რწყვის საპილოტე პროგრამა, ექსპლუატაციაში შევიდა ნუკრიანში საჯარო რეესტრის
შენობა. დაიწყო სიღნაღსა და წნორში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და
ა.შ.
მოგახსენებთ, რომ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახელმწიფო
შესყიდვებს ახორციელებს ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011
წლის #9 ბრძანების’’ და ,,საქართველოს კანონით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’
შესაბამისად შექმნილია სახელმწიფო შესყიდვების მიერ გვერდი spa ge, რომელიც
ხელმისაწვდომია სტუმრის სტატუსით ნებისმიერი მსურველისათვის,
2015 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ცვლილება მოხდა 12- ჯერ, შესყიდვის გეგმაში
კორექტირებაც 12-ჯერ განხორციელდა. კორექტირების საფუძველია: საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის #39 განკარგულება ,,საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ‘’ საიდანაც სიღნაღის
მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 291 867 ლარი, რომელიც აისახა შესყიდვის გეგმაში. 2015
წლის 12 მარტის საქართველოს მთავრობის #506 განკარგულება , სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტს გამოეყო 692 600 ლარი, რაც
შესაბამისად განთავსდა კოდებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8
აპრილის #724 განკარგულება. 2015 წლის 10 ივლისის #1504 განკარგულებით ცვლილება
შევიდა გეგმაში , და შემცირდა 120 000 ლარით.
2015 წლის განმავლობაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების
მიერ გამოცხადდა 73 ტენდერი აქედან 12 ელექტრონული ტენდერი ,61 გამარტივებული
ელექტრონული ტენდერი.
გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმდა 164 ხელშეკრულება . აქედან
გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმდა ხელშეკრულებები თანხით 73982 ლარის
ღირებულების, რომლის საფუძველია ნებართვა მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და
და შესყიდვების სააგენტოსთან.
2015 წლის განმავლობაში გამოცხადდა ერთი კონკურსი ქ. წნორის მუსიკალური
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო მომსახურებაზე.
წლის განმავლობაში უარყოფითი შედეგით დასრულდა 7 ტენდერი, რომელშიც არ
შემოვიდა არც ერთი პრეტენდენტი, შეწყვეტილია 4 ტენდერი – სატენდერო კომისიის
გადაწყვეტილებით.
სულ 2015 წლოს განმავლობაში სოფლის პროგრამის ფარგლებში გამარტივებული
შესყიდვით მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული იქნა 702800ლარის სამუშაოები.
რეგიონალური პროექტების დაფინანსებით შესყიდული იქნა 2026930 ლარის
სამუშაოები
ვადაგადაცილებულ სამუშაოზე პირდასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის
ოდენობით დაეკისრა 7 შემსრულებელს, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 20670 ლარი
შპს ,,სენსონი’’ -6360 ლარი, შპს ,,არქიტრავი XXI’’-1725 ლარი, შპს ,,ერისი’’-227 ლარი, ი/მ
,,მურმან ერქვანია’’ 1495 ლარი, შპს ..გუმბათი’’ 8258. ლარი, ი/მ ,,კობა ბარნაბიშვილი’’ 2230
ლარი, ი/მ ,,თამილა პაპაუაშილი’’ 375 ლარი . აღნიშნული თანხა შეტანილია სახელმწიფო
ხაზინის შესაბამის კოდზე #300523287 -ზე
გამგეობის მუშაობას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული სამსახური. მოქალაქეთა
მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში 2015 წელს შემოსულია 6731 განცხადება და
898 შიდა დოკუმენტი.
გამგებლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების რაოდენობამ
შეადგინა 897 ერთეული, სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ უწყებაში გაგზავნილია 2163 წერილი.
ადმინისტრაციული სამსახური ატარებდა მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის
განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; მონაწილეობდა
გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში. ესწრებოდა
ტრეინინგებს ამავე სფეროში. სამსახურმა ორგანიზება გაუწია მუნიციპალიტეტის
მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წინა მოსამზადებელ
სამუშაოებს და აქტიურად იყო ჩართული კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების
პროცესში.
რაც შეეხება კონკურსს;

როგორც თქვენთვის ცნობილია, საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღება ხდება
კონკურსის წესით. ნებისმიერი ვაკანტური ადგილი ივსება კონკურსის შედეგად
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ 2014
წლის 05 დეკემბერს გამოაცხადა კონკურსი სიღნაღის მუნიციპალიტეტში
არსებულ 70 ვაკანსიაზე, რომელიც დასრულდა დეკემბრის ბოლოს.
2015 წლის 27 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა კვლავ გამოაცხადა კონკურსი
17 ვაკანსიაზე. 144 კონკურსანტმა გააკეთა 261 განაცხადი 17 ვაკანსიაზე. 102
აპლიკანტი გადავიდა ტესტირების ეტაპზე. აქედან, 23 აპლიკანტს უკვე ჩაბარებული
ქონდა ტესტირება. 62 აპლიკანტი გამოცხადდა ტესტირებაზე. 22 აპლიკანტმა ვერ
გადალახა მინიმალური ზღვარი. 16 აპლიკანტი არ გამოცხადდა ტესტირებაზე.
ბარიერი გადალახა და შესაბამისად, კონკურსის მესამე ეტაპზე (გასაუბრებაზე)
გადავიდა 64 (41 + 23) აპლიკანტი -109 განაცხადი.
გასაუბრებაზე გამოცხადდა 46 აპლიკანტი. კომისიამ თანამდებობაზე დასანიშნად
წარადგინა 15 კონკურსანტი. 2 შტატზე კონკურსი ჩაიშალა გამარჯვებულის ვერ
გამოვლენის გამო.
2015 წლის 21 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო
კომისიამ გამოაცხადა კონკურსი 5 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. სულ
შემოვიდა 63 განაცხადი. პირველი ეტაპი გადალახა 39 აპლიკანტმა. ტესტირება
გაიმართა 2015 წლის 29 ივნისს, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში იუსტიციის სასწავლო
ცენტრში. გასაუბრებაზე გამოცხადდა 13 კონკურსანტი. კომისიამ თანამდებობაზე
დასანიშნად წარადგინა 5 კონკურსანტი.
2015 წლის 15 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი 2 ვაკანტურ თანამდებობაზე.
სულ შემოვიდა 52 განცხადება. პირველი ეტაპი გადალახა 23 კონკურსანტმა. 2015
წლის 5 ოქტომბერს ტესტირებაზე გამოცხადდა 7 კონკურსანტი, ზღვარი გადალახა 5
კონკურსანტმა. 2015 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა გასაუბრება, რომელზეც
გამოცხადდა 4 კონკურსანტი. კომისიამ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინა 2
აპლიკანტი.
საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის შეფასების მიზნით მიმდინარე წელს მაისში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამოაცხადა
ატესტაცია, რომელიც ჩატარდა ორ ეტაპად. ატესტაციას დაექვემდებარა 25 საჯარო
მოხელე (22-გამგეობა, 3 – საკრებულო).
ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისი განყოფილება თანამშრომლობს
მასმედიის წარმომადგენლებთან. ამასთანავე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე
მოვლენების შესახებ ამზადებს ,,ნიუსებს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდსა
და გამგეობის ოფიციალურ facebook გვერდზე განსათავსებლად.
2 0 1 5 წ ე ლ ს ს ა მ ს ა ხ უ რ მ ა შ ე ქ მ ნ ა თ ა ნ ა მ შ რ ო მ ე ლ თ ა პ ი რ ა დ ი
ს ა ქ მ ე ე ბ ი ს ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი უ ბ ა ზ ა .
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა 2015 წლის 01
იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყო გამგეობის სტრუქტურული ერთეულების
და გამგებლის წარმომადგენლების სამართლებრივი მომსახურება – კონსულტირება
საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში. მოამზადა გამგეობის საშტატო ნუსხის
ცვლილების შესახებ განკარგულებების პროექტები, გამგეობის დებულების ცვლილებების
(წარმომადგენლის ფუნქციების დაზუსტების და სახანძრო სამსახურის შესახებ) პროექტი,
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადების
შესახებ დადგენილების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების ნებართვის გაცემის წესის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დადგენილების, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით დაჯარიმების
წესის, საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“
ამოქმედებასთან დაკავშირებით დაჯარიმების წესის ცვლილების პროექტები და ამ პროექტებზე
განმარტებითი ბარათები.
იურიდიულმა სამსახურმა დაიცვა გამგეობის ინტერესები სხავდასხვა ინსტანციის
სასამართლოებში.
იურიდიული სამსახური ახდენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სიღნაღის
მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე
შემოსულია 70 განცხადება (მოთხოვნა) საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ. ყველა მოთხოვნა
დაკმაყოფილებულია და გაცემულია საჯარო ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად.
იურიდიული სამსახურის თანამშრომელბი არიან საპრივატიზაციო და სააუქციონო
კომისიის წევრები, რომლებიც ესწრებიან კომისიის მუშაობას და ადგენენ კომისიის ოქმებს.
ასევე არიან სატენდერო, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო –
საატესტაციო კომისიის წევრები.
იურიდიულმა სამსახურმა მოამზადა ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და
სასპორტო სკოლების გაერთიანების“, ა(აიპ) „თემურ მათურელის სახელობის ხელოვნების
სასწავლებლის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. იგი წარმოადგენდა
გამგეობის ინტერესებს საჯარო რეესტრში აღნიშნული საკითხების დასარეგულირებლად. ასევე
მოამზადა ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“
წესდების ცვლილება.
იურიდიული სმასახურის მიერ მომზადებულია ასევე გამგებლის ინდივიდუალური
ადმინსიტრაციულ – სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროქეტები გამგეობის საჯარო
მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილება – გადაყვანის,
მივლინების, განთავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულების, წვევამდელთა
საგაზაფხულო და საშემოდგომო გამწვევი კომისიის შექმნის, გამგეობაში სხვადასხვა კომისიის
თუ სამუშაო ჯგუფების შექმნის, გამგეობის თანამშრომელთა საწვავით უზრუნველყოფის
შესახებ .
ზედამხედველობის სამსახური – სამსახურის დებულების შესაბამისად, კომპეტენციის
ფარგლებში ასრულებდა სხვადასხვა სახის სამუშაოებს: სამსახურის სპეციალისტებმა
შეისწავლეს და მოახდინეს შესაბამისი რეაგირება სამეზობლო დავებზე, მოქალაქეთა
განცხადებებსა და სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ წერილებზე, ახორციელებდნენ
კონტროლს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მიღებულ
გადაწყვეტილებების შესრულებაზე, მშენებარე შენობა-ნაგებობებზე მშენებლობის
დაწყებიდან დასრულებამდე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
მუნიციპალიტეტისტერიტორიაზეგარე იერსახის,კეთილმოწყობის და
მიწათსარგებლობის წესების, სანიტარული ნორმების, გარემოს და ბუნებრივი
რესურსების დაცვაზე. კოორდინირებულად მუშაობდნენ იურიდიულ სამსახურთან და
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
კოდექსის დარღვევის ფაქტებზე შედგა შესაბამისი ოქმები და გადაიგზავნა
სასამართლოში, ზოგიერთ ფაქტზე კიმოხდა მათი დაჯარიმება. 2015 წელს
ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბიუჯეტში შეტანილია 9100 ლარი, რაც 6-ჯერ
მეტია გასულ წლებთან შედარებით.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ტექნიკური ზედამხედველობის
ჯგუფის წევრებთან ერთად ახორციელებდნენსიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში და
გამარტივებული შესყიდვის შედეგად გამარჯვებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ
პირებთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს,
ზედამხედველობას და ობიექტის მიღება-ჩაბარებას. ასევე მუდმივ მონიტორიგს
უწევდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული
სამუშაოების შესრულებას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური 2015 წელში თავის
საქმიანობას წარმართავდა წლის დასაწყისში დამტკიცებული სამუშაო გეგმის
შესაბამისად. წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო ფინანსური აუდიტი 9 ობიექტზე,
საიდანაც ფინანსური აუდიტი ჩატარდა 8 ობიექტზე. ერთ ობიექტზე, კერძოდ,
საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალურ- სამსახურშიფინანსური აუდიტი არ
ჩატარდა იმის გამო, რომ აღნიშნულ სამსახურში აუდიტი ჩაატარა გამგეობის მიერ
მოწვეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა. ასევე, გეგმის მიხედვით, პერიოდულად
ტარდებოდა გამგეობის სამსახურების მონიტორინგი. კერძოდ, წლიური გეგმით
გათვალისწინებული 7 ობიექტიდან მონიტორინგი განხორციელდა შვიდივე ობიექტზე.
ფინანსური აუდიტის დროს ორგანიზაციებში გამოვლინდა, რომ მოუწესრიგებელია
საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება. კერძოდ,ძირითადად, არ ხდება ძირითადი
ფინანსური აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა სწორად აღრიცხვა. მათ
ხარჯვაზე კონტორლი. ორგაიზაციებში არ ტარდება ძრითადი საშუალებებისა და სხვა
მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციები. ასევე დარღვევით ხდება სამურნეო
ოპერაციების მოხდენის ასახვა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერაციის
ბუღალტრული გატარებები არ შეესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშს გეგმის
მიხედვით შესაბამისი მუხლობრივი დარღვევები გამოვლინდა საწვავისმიღებისა და
ხარჯვის საქმეში. არასწორად იწარმოება საგზურის ფურცლები, რის შედეგადაც ხდება
საწვავის არასწორად ჩამოწერა. ზოგიერთ ორგანიზაციაში დარღვევებია საკვები
პროდუქტების მიღებისა და ხარჯვის საქმეში. დარღვევებია ასევე როგორც
ელექტორნული, ისე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გამოცხადებულ
ტენდერებში.ზოგიერთ ორგანიზაციებში შესყიდვები განხორციელებულია
საქართველოს “სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ დარღვევით.
კომპეტენციის ფარგლებში გაიცა რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებთან
დაკავშირებით.
სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის
ცენტრთან. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის
სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალურ
ფასეულობათა ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობას. ახორციელებს
შიდა აუდიტორულ შემოწმებებს, გამგეობის სისტემებში ასიგნებების განაწილებისა და
ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და
სხვა საშუალებების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს,
შეფასებას, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას.
ასევე მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობას,
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინის დაცვას,
სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის
ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას.
სამხედროს ანგარიში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა 2015
წლის 2 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სიღნაღის მუნიციპალიტეტის
სოფლებში შეტყობინებების (უწყებების) დაარიგა. წლის განმავლობაში კომისიამ
შეარჩია 53 წვევამდელი რომელთა ტრანსპორტირებაც მოხდა ქ. თბილისში შემკრებ-
გამანაწილებელ პუნქტში. აქედან 34 წვევამდელი ჩაირიცხა შსს სამხედრო სამსახურში,13
წვევამდელი გახდა შეზღუდულად ვარგისი სამხედრო სამსახურისთვის, 6 წვევამდელს
მიეცა გადავადება 1 წლამდე ვადით ავადმყოფობის გამო.
108 წვევამდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც კანონით არ ეკუთვნოდათ
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა (დედისერთები, ცოლშვილიანები,
სტუდენტები) მიეცათ გადავადება.
2015 წლის იანვარ-აპრილის თვეში 1998 წელს დაბადებულები პირველად
სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილია 146 მოქალაქე.
100 რეზერვისტზე გაიცა დროებითი სამხედრო მოწმობა (სამხედრო ბილეთის
შემცვლელი).
2015 წელს 125 წვევამდელზე გაიცა წვევამდლის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა
(პრიპისნოი).
სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ იქნა 41 რეზერვისტი, რომლებსაც შეუსრულდათ
27 წელი.
წლის განმავლობაში მოხდა ჯარიდან დათხოვილი 46 რეზერვისტის სამხედრო
აღრიცხვაზე აყვანა.
შესაბამისი მიზეზის გამო მოხდა ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი 24
რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და 20 რეზერვისტის აღრიცხვიდან მოხსნა.
რაც შეეხება ააიპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრს“, იგი ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, ატარებს მონიტორინგს
მუნიციპალიტეტში არსებული სილამაზის სალონების და საპარიკმახეროების სანიტარული
რეჟიმის შესახებ.
„მალარიის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა ანოფენოგენური ზონების
პასპორტიზაცია. მალარიის პლაზმოდიუმის აღმოსაჩენად სკრინინგული კვლევა სისხლის სქელ
წვეთზე ჩაუტარდა – 90 პიროვნებას. მალარიის პლაზმოდიუმი არცერთ პრეპარატში არ
აღმოჩნდა. გადამტანების წინააღმდეგ პირეტროიდ WP-10 -ით დამუშავდა ცხოველთა და
ფრინველთა სადგომები და საცხოვრებელი ბინები. სულ 16 000( ას სამოციათასი) მ.კვ. რაზეც
გაიხარჯა 80 კგ. სოლფაკი.
ინფექციური დაავადებების შესახებ ყოველთვიური ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ხდება
ელექტრონულ – ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონების
ეპიდემიოლოგიურ სამსახურებთან. მოხდა სამუშაო შეხვედრა აზერბაიჯანში ინვაზიურ
დაავადებებთან ბრძოლის შესახებ, სადაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის და საქართველოს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის
„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საექიმო უბნების მიერ საკარდაკარო
შემოვლების საფუძველზე მოხდა 0 –15 წ ასაკის კონტიგენტის დაზუსტება და აცრების გეგმის
შედგენა საექიმო უბნები და სამშობიარო განყოფილებები შეუფერხებლად მარაგდებოდა
შესაბამისი ვაქცინებით ,,ცივი ჯაჭვის“ პრინციპების სრული დაცვით. დედათა და ბავშვთა
პროგრამის ფარგლებში უფასო კვლევა შიდსის, სიფილისის და ,,ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ
ჩაუტარდა ყველა ორსულს. პასიური იმუნიზაცია ,,ბ“ ჰეპატიტის იმუნოგლობულინით
ჩაუტარდა ყველა ,,ბ“ ჰეპატიტით დაავადებული მშობიარის
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელის და რესურსცენტრის
ხელძღვანელის აქტიური დახმარების საფუძველზე მოხდა არასრულად აცრილი და აუცრელი
ბავშვების კონტიგენტის გადაზუსტება და ქმედითი დახმარება ,,იმუნიზაციის კვირეულის“
ჩატარების დროს. საექიმო უბნებიდან და შ.პ.ს ,,„არქიმედეს კლინიკიდან“ მოწვდილი
ყოველკვირეული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა ზ.ს.გ ( ზემო სასუნთქი გზების ) მწვავე
დაავადებების და სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებების სტაციონარული შემთხვევების
ანალიზი და მონაცემთა გადაცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ვალია ჩვენი მომავალი თაობის ხელშეწყობა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფუნქციონირებს განათლების, კულტურის, ძეგლთა
დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, რომელიც თავის საქმიანობას
წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიერ 2014 წლის 24 ივლისს მიღებული #22 დადგენილების თანახმად. სამსახური არის
გამგეობის სტრუქტურული ერთეული, საშტატო ნუსხით – 5 მთავარი და 2 წამყვანი
სპეციალისტი და ანგარიშვალდებულია გამგებელთან, მის მოადგილესა და საკრებულოს
წინაშე.
სამსახურს აქვს რამდენიმე მიმართულება და თავის საქმიანობას ახორციელებს
საგანმანათლებლო ობიექტების პერიოდული მონიტორინგის, კულტურისა და ძეგლთა
დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების მართვა-დაგეგმარების, სპორტისა და
ახალგაზრდობის განვითარების საკითხების რეგულირების მიზნით. სამსახურში ხდება
განათლების, კულტურისა და სპორტის ყოველწლიური პროგრამების შემუშავება და მისი
განხორციელების კოორდინაცია.
სამსახური დებულების თანახმად, ახორციელებ კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირების სახით და დაფუძნებულია სიღნაღის
მუნიციპალიტეტის მიერ. ასეთებია: ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“, რომელთანაც
არსებობს რამდენიმე ანსამბლი, ცენტრს ექვემდებარება კულტურის სახლები : ვაქირი, საქობო,
წნორი, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბაანი, ქვ. მაჩხაანი, ერისიმედი, ძველი ანაგა, ნუკრიანი,
ულიანოვკა, მაღარო, ბოდბე. რაც შეეხება თეატრს, განსაკუთრებით აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ
ბოლო ორ წელიწადში ვიხილეთ ორი პრემიერა.
ა(ა)იპ „კომპლექსური სასპორტო სკოლა“. იგი აერთიანებს სპორტულ 14 წრეს: ერთი -
ათლეტიზმის, ოთხი – ფეხბურთის, ოთხი – ჭიდაობის, ერთი – კალათბურთის, ორი-
კიკბოქსინგის, ერთი – კრივისა და ერთი – ხელჩართული ბრძოლის. გარდა ამისა, მას
ექვემდებარება პოლგარისა და აზმაიფარაშვილის სახელობის საჭადრაკო სკოლა (სულ 32
მოსწავლე). სულ ჯამში 230 მოსწავლე ვარჯიშობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ძალისმიერი სამჭიდის სპორტსმენთა წარმატება. ევროპის ღია
ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავეს 16 წლის ჯიმი ნანდოშვილმა (75 კგ წონით
კატეგორიაში) და ბექა გელაშვილმა (90კგ), ხოლო ევროპის ჩემპიონატზე – ცოტნე ბეჟაშვილმა
(66 კგ).
ასევე, აღსანიშნავია 2015 წლის 7 ივნისს საზეიმო ვითარებაში ოლიმპიური ჩირაღდნის სიღნაღში
შემოსვლა .
გასული წლის 28-29 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია ააიპ “მიცუბიშის კლუბი ჯორჯიას” და
გამგეობის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივებმა, ასევე
ჩამოსულმა სტუმრებმა.
2015 წლის 21 ივნისს ქ. სიღნაღში ძალისმიერი სამჭიდის ფედერაციისა და სასპორტო
სკოლის ორგანიზებით ჩატარდა შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში
საქართველოს მასშტაბით. ამ ტურნირის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა ცოტნე
ბეჟაშვილი, რომელმაც ამავე დროს დაამყარა საქართველოს ახალი რეკორდი 195,5კგ, რაც
სჭარბობს მსოფლიო რეკორდს. გაიცა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.
სამწუხაროდ ვერ ხერხდება მასობრივი სპორტის განვითარების ხელშწყობა იქიდან
გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს სპორტული კომპლექსი, აუზი თუ მოედანი.
სპორტული წრეების მეცადინეობა ძირითადად ხორციელდება საჯარო სკოლების მოედნებსა
თუ დარბაზებში, რომელთა ნაწილიც არ შეესაბამება სტანდარტებს და სარემონტოა.
მიუხედავად მწირი სპორტული აღჭურვილობისა, ჩვენი სპორტსმენები ძალისხმევის შედეგად
მაინც აღწევენ წარმატებებს.
ა(ა)იპ „სკოლისგარეშე დაწესებულება მოსწავლე-ახალგაზრობის სახლი“ აერთიანებს 14 წრეს:
ხალხური რეწვა, ქსოვა (ქ. სიღნაღის საჯარო სკოლა), სახვითი ხელოვნება (ქ. წნორის #3
საჯარო სკოლა, ქ. სიღნაღის საჯარო სკოლა), ფოლკლორი (სოფ. ბოდბისხევის საჯარო
სკოლა), უცხო ენა-ინგლისური (სოფ. ბოდბის საჯარო სკოლა, ქ. სიღნაღის საჯარო სკოლა),
გონებამახვილთა წრე (სოფ. საქობოს საჯარო სკოლა), ტურიზმი (ქ. სიღნაღის საჯარო
სკოლა), მეოჯახეობა (სოფ. ბოდბის საჯარო სკოლა), ფსიქოლოგია (სოფ. ძველი ანაგის
საჯარო. სკოლა), მათემატიკა (სოფ. მაღაროს საჯარო სკოლა, სოფ. ნუკრიანის #1 საჯარო
სკოლა), მხატვრული კითხვა (ქ. წნორის #3 საჯარო სკოლა). ყოველი წლის განმავლობაში
იმართება გეგმიური შიდა ღონისძიებები, მათგან აღსანიშნავია ყოველწლიური რაიონული
სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია, სადაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას
მოსწავლეებ. (250 მოსწავლე).
ა(ა)იპ „სიღნაღის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანება“ მოიცავს ექვსწლედიან
ოთხ და ერთ ათწლედიან სამუსიკო სკოლებს, სადაც 311 მოსწავლე ეუფლება მუსიკალურ
ხელოვნებას.
მუსიკალური სკოლა შესაბამის საფუძველს აძლევს მოსწავლეებს მოახდინონ მათი მუსიკალური
ნიჭის გამოვლინება. ეს კი კარგი საწინდარია მუსიკალური პროფესიით დაინტერესებული
ასეთი პირებისათვის, რათა აირჩიონ და მომავალი პროფესია დაუკავშირონ მუსიკას, ხოლო
სწავლა გააგრძელონ შესაბამის უმაღლეს, თუ სხვა სპეციალურ დაწესებულებებში.
ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრი“
აერთიანებს 20 ბიბლიოთეკას (წიგნადი ფონდი – 264000) და 9 მუზეუმს (ს. მირიანაშვილის და ვ.
სარაჯიშვილის ქ. სიღნაღში; ს. ახმეტელის – სოფ. ანაგაში; ვ.გოძიაშვილის, ი. მოსაშვილის,
ალ.გზირიშვილის – სოფ. ვაქირში; ს.შანშაშვილის – სოფ.ჯუგაანში; ფ. მოსულიშვილის – სოფ. ქვ.
მაჩხაანში; ი.ევდოშვილის – სოფ. ბოდბისხევში). წლის განმავლობაში იმართებოდა შიდა
საბიბლიოთეკო და სამუზეუმო ღონისძიებები. შეიქმნა მუზეუმების ფოტო-არქივი და
მუშავდება მონაცემთა ერთიანი ბაზა, იგეგმება ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაცია.
ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“ აერთიანებს
24 ბაღს, აქედან ქ. წნორის, ქ. სიღნაღის, სოფ. ბოდბისხევის, სოფ. ილიაწმინდის, სოფ. ვაქირისა
და სოფ. ძველი ანაგის ბაღებში ფუნქციონირებს ბაგა (სულ 1116 აღსაზრდელი, აქედან ბაგაში
134 – 2-3 წლიანი ბავშვები) ყოველდღიურად მაწვდიან ინფორმაციას ბავშვთა რაოდენობის
შესახებ სააღმზრდელო დაწესებულების ფილიალების მიხედვით. სწავლება მიმდინარეობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამკიცებული გეგმის მიხედვით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 2015 წელს ბაღებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების
მოცულობა, რომელიც დაფინანსდა როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე სოფლის
მხარდაჭერის პროგრამიდან (სოფ. ილიაწმინდის, სოფ. ხირსის, სოფ. მაღაროს, სოფ. საქობოს,
სოფ ვაქირის, სოფ ქვ. ბოდბის ბაღების გაზიფიცირება და ელ. ენერგიის ახალ აბონენტად
დარეგისტრირება).
სამსახური აქტიურად ახორციელებს საქმიანობას ახალგაზრდული მიმართულებით.
საგანამანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით 2016 წლის თებერვალში წარმატებით
ჩატარდა მედია-პროექტი „ეტალონი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა. გაიმარჯვა სოფ.ქვემო მაჩხაანის საჯ. სკოლის მე-10
კლასის მოსწავლე თეა ნადირაშვილმა.
გარდა ტრადიციულად 9 აპრილის, 9 მაისის და 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნისა, 20 მაისს,
სიღნაღის კულტურის სახლში ჩატარდა ღონისძიება – კონკურსი „გალაკტიონობა 2015“.
კონკურსში მონაწილებდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტ
,,ცოცხალი წიგნების’’ ფარგლებში, 5 ივნისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ პოეტები
და მწერლები: ნოდარ დუმბაძის ქალიშვილები- ქეთი და მანანა დუმბაძეები, მარიამ წიკლაური,
ლადო კილასონია, გაგა ნახუცრიშვილი, ლელა კოდალაშვილი, ვანო ჩხიკვაძე, ზაზა
ბიბილაშვილი. მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები საკუთარი ნაწარმოებებიდან,
გაესაუბრნენ მსმენელებს და წიგნები გადასცეს ბიბლიოთეკებს.
აღნსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის სექტემბერში გააფორმა
მემორანდუმი ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან „ახალგაზრდები მომავლისათვის“.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია მომავალ წელს ახალგაზრდული პოლიტიკის
დოკუმენტის შექმნა ერთობლივი მუშაობის შედეგად.
ოქტომბერში გაფორმდა დაძმობილების ქარტია მუნიციპალიტეტსა და საფრანგეთში, პროვანს
ალპ კოტ დაზურის რეგიონში მდებარე ქალაქ შატონეფს შორის, რომლის ფარგლებში მომავალი
წლისათვის იგეგმება კულტურული ღონისძიება თუ სხვადასხვა სახის გაცვლითი ხასიათის
პროგრამა.
2015 წლის 19 სექტემბერს, ქალაქ სიღნაღში გაიმართა, ქართული პროდუქციის ფესტივალი
„არტგურმანი 2015“, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. (12-დან 19
საათამდე) ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ კომპანია „არტპალასი“, რომელთანაც
აქტიურად ითანამშრომლა სამსახურმა და ხელი შეუწყო ადგილობრივად საორგანიზაციო
საკითხების მოგვარებაში. ფესტივალის მიზანი იყო ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია.
მოეწყო, როგორც ტრადიციული პროდუქტების, ისე თანამედროვე კომპანიების ნაწარმის
გამოფენა-გაყიდვა. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და სიღნაღის მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობა.
2015 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა, განათლების,
კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურისა და ა(ა)იპ
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებითა და
კოორდინირებული მუშაობით. ასეთი ღონისძიება წელს უკვე მერვედ გაიმართა და თითქმის
ტრადიციად იქცა. 2015 წლის შემოდგომის ფესტივალი სიღნაღში იმითაც იყო გამორჩეული,
რომ წელს პირველად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ქალაქის საპატიო მოქალაქეები აირჩია: ვლადიმერ ასლამაზიშვილი, ნაირა გელაშვილი, თემურ
ჩალაბაშვილი, არჩილ მაზიაშვილი, შალვა მახაშვილი, გოჩა ტყეშელაშვილი და საფრანგეთის
ქალაქ შატონეფის მერი ემანუელ დელმოტი. მათ საჩუქრად გადაეცათ საპატიო მოქალაქის
სიგელ-გუჯარი და წიგნი „საქართველო“. ფესტივალი სიღნაღში ერეკლე მეორის მოედანზე, 19
საათზე გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ გასული წლის 29 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის
გამგეობის ორგანიზებით, ქ. წნორში, ჩატარდა საახალწლო კონცერტი, ქართული ესტრადის
ვარსკვლავების მონაწილეობით.
ჩვენი სტრუქტურული ერთეული ასევე ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვას და მის განვითარებაზე მზრუნველობას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის
ძეგლთა მოვლა-შენახვას, აღრიცხვას, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე წინადადებების
შემუშავებას. რამდენიმე ტაძარს სჭირდება რესტავრაცია
მოგეხსენებათ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო კატალოგის გამოცემა,
სადაც განთავსდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები (ტაძრები, გალავნი).
შევიმუშავეთ კატალოგისათვის საჭირო ძეგლების ახალი ნუსხა სათანადო ისტორიებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს
ტურისტების საჭირო ინფორმაციით: ტურისტული გზამკვლევებით, ინტერნეტითა თუ ზეპირი
მითითებებით. ასევე წარმოგიდგენთ სტატისტიკას: იანვარში გვწვია 34 ტურისტი(
უმრავლესობა რუსეთიდან), თებერვალში – 71 ( უმრავლესობა ჩინეთიდან ), მარტში – 135
(უმრავლესობა უკრაინიდან). აპრილში 248 ტურისტი, მაისში – 572, ივნისში -507, ივლისში – 801,
აგვისტოში – 1424, სექტემბრში – 1736, ოქტომბერში – 730, ნოემბერი – 197, დეკემბერში – 94. (სულ
6549). აქედან უმრავლესობა იყო პოლონეთიდან და რუსეთიდან.
არასეზონურობიდან გამომდინარე, დროებით არ ფუნქციონირებდა რამდენიმე სასტუმრო
და კვების ობიექტი, რამაც გამოიწვია მონაცემთა ბაზის ცვლილება. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ
გაცემული ინფორმაცია იყოს ზუსტი, ვახდენთ მის გადამოწმებას, რაც გამოიხატება ხშირი
კონტაქტით სასტუმროებისა და კვების ობიექტების მფლობელებთან. ოქტომბრის ბოლოსათვის
ქალაქში განთავსებული 36 სასატუმრო და 24 კვების ობიექტი ემსახურება ტურისტებს.
აღვნიშნავთ მუნიციპალური სპორტული, კულტურული თუ ახალგაზრდული
წინადადებების თუ პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების შესახებაც, რომელიც
შეეხება ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას. ამ მხრივ, სამსახური არასაკმარისად
ახორციელებს თავის ფუნქციებს, რაც გამოწვეულია დაფინანსების წყაროების არ არსებობით.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების 2015 წლის განმავლობაში
ასრულებდა შემდეგ სამუსაოებს;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ: ქ. სიღნაღისა და
წნორის უპოვართა და უშოვართა სასადილოში დღეის მდგომარეობით სარგებლობს
184 ბენეფიციარი ძირითადი სიით, ხოლო რეზერვში- 7.
სოც. განყოფილებაში შემოსულია 3306 განცხადება ფინანსური დახმარების
შესახებ. აქედან დაკმაყოფილებულია 2413, რომელზეც გაიცა 347626.98 ლარი, 893
განცხადება ჩამოიწერა სხვადასხვა მიზეზების გამო.
2015 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე
სოციალურ დახმარებაზე გაცემული თანხა შეადგენს 347626,98 ლარს. მუხლობრივად
განაწილდა შემდეგნაირად: ავადმყოფთა სოც. დაცვა 36773.50 ლარი, საგარანტიო
წერილის თანახმად გასაცემმა თანხამ შეადგინა 89165,98, ლტოლვილთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა სოც. დახმარება 1600 ლარი, ინვალიდთა სოც.დაცვა 7180
ლარი, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 31800 ლარი, სხვა სოციალური
ღონისძიებები 132045 ლარი, ვეტ.დაკრძალვის ხარჯები 1750 ლარი, სოციალურად
დაუცველ წარჩინებულ სტუდენტთა დაფინანსება 8662,50 ტერიტ.მთლ.მებრძ.მეომართა
ერთჯერადი დახმარება 2250 ლარი,მარტოხელა დედების სოციალური დაცვის
მუხლიდან 400 ლარი, ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე
მიყენებული ზარალისთვის ოჯახისადმი დახმარება 36000ლარი.
ვეტერანთა დეპარტამენტში გაიგზავნა 9 მოქალაქის დოკუმენტი ვეტერანის
სტატუსის მისანიჭებლად. ხოლო, 11 მოქალაქეს მიენიჭა ვეტერანის სტატუსი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 7 უნარშეზღუდულს, გადაეცა
ინვალიდის ეტლი.
1 დეკემბერს, ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
სიცოცხლისათვის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის
სოციალური განყოფილების ხელშეწყობით, 17 უნარშეზღუდულს გადაეცა ინვალიდის
ეტლი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 100 წელს გადაცილებული სამი
მოქალაქე 200 ლარით დაასაჩუქრა.
26 თებერვალს, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „კეთილი სამარიტელის“ ინიციატივით
სოციალურად დაუცველ 300 ბავშვს გადაეცათ საჩუქრები.
8 მარტის აღსანიშნავად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სოციალური
განყოფილების ხელშეწყობით 46 მრავალშვილიანი დედა 100 ლარით დაასაჩუქრა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი
გიორგი აბრამიშვილის ოჯახს 500 ლარს გადასცა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სოც.მომსახურების სააგენტომ
ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის სახელმწიფო პროგრამის
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების“ ფარგლებში 45
მძიმე სოც.ფონის ოჯახებს საოჯახო ტექნიკა და საკვები პროდუქტი გადასცა.
29 დეკემბერს ქ.წნორში გაიმართა საახალწლო ღონისძიება, სადაც 88 იძულებით
გადაადგილებულ პირს გადაეცა საახალწლო საჩუქარი.
შპს „კომუნალური1“ გამგეობის მიერ დაფუძნებულ შპს-ს წარმოადგენს, რომლის 100%-იანი
წილის მფლობელი გამგეობაა. შპს „კომუნალური-1“ ემსახურება მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვას, პარკებისა და სკვერების დაფუთავებას, დეკორაციას,
შადრევნების, ფანტანების ჩართვას. წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას,სანიარვრე
არხების გაწმენდას.
2015 წელს შპს „კომუნალური-1“-მა შეასრულა შემდეგი სამუშაოები:
დასუფთავება:
1. შეძენილია 3250 ლარის ღირებულების 5ც 1,5 მ3 მოცულობის ნაგვის ურნები, რომლებიც
განთავსდა ქ. წნორში. ქ. სიღნაღი და ქ. წნორი ყოველდღე სუფთავდება. დანარჩენი
სოფლები: ანაგა, ვაქირი, საქობო, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბანი, ქვემო მაჩხაანი, ძველი
ანაგა, ხირსა- კვირაში ერთხელ, ნუკრიანი, ქვემო მაღარო, ქვემო ბოდბე, ილიაწმინდა-
კვირაში 2ჯერ. სულ 2015 წლის განმავლობაშ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მოხდა
დაახლოებით 8000 მ3 მყარი ნარჩენი. გასულ წელს დასუფთავების მანქანები დაემატა
ნუკრიანში, მაჩხაანში, ძველ ანაგასა და ხირსაში.
წყალმომარაგება:
2. შპს „კომუნალური-1“ ემსახურება 70 ჭაბურღილს. ამოიცვალა 32ც წყლის ტუმბო, ამოიცვალა
და ახლიდან მოეწყო დაახლოებით 7 კმ სხვადასხვა წყლის პლასტმასის მილი.
რეგულარულად იქლორებოდა წყლის რეზერვუარები.
სანიაღვრეები:
3. გაიწმინდა ქ. სიღნაღში, ქ. წნორში, სოფ. ბოდბისხევში, სოფ. ჯუგაანში, სოფ. ტიბაანში , სოფ.
ბოდბეში მდებარე სანიაღვრე არხები.
ბაღები და სკვერები:
4. დასუფთავდა და კეთილმოეწყო მუნიციპალიტეტში არსებული ბაღები და სკვერები.
შევიძინეთ 230 ლარის ღირებულების ბალახის სათიბი.
2015 წელს, როგორც ანგარიშში მოგახსენეთ, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება
გატარდა მუნიციპალიტეტში, რაც აისახა როგორც ზოგადად, მუნიციპალიტეტზე, ასევე,
ადგილობრივ მოსახლეობაზეც.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროებთან,
სამხარეო ადმინისტრაციასთან და სხვა უწყებებთან, რომელთან ერთადაც კოორდინებული
მუშაობით შეასრულა სხვადასხვა პროექტი, ამგვარი თანამშრომლობა მომავალშიც
გაგრძელდება და ეტაპობრივად მოხდება პრობლემების მოგვარება.

 
August 2017
M T W T F S S
« Oct    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
სსს