აუქციონი

                      სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს   საჯარო აუქციონს

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: 1). ქ. წნორში, აღმაშენებლის ქ. №44ა-ში მდებარე 85 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი: №56.04.50.109, 2). ქ. წნორში, აღმაშენებლის ქ. №28-ის მიმდებარე 34 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი: №56.04.50.258), 3). ავტომანქანა VAZ 21214 სახელმწიფო № TWC 289−პრივატიზების და ქ. სიღნაღში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე საყრდენ კედელზე (სასტუმრო „სიღნაღთან“), კოსტავას ქუჩაზე მდებარე საყრდენ კედელზე და ერეკლე II-ის მოედანზე არსებულ თაღოვან კედელზე, (საერთო ფართობით 56 კვ.მ.) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის მიზნით.

ინფორმაცია საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ:

1. მისამართი: ქ. წნორი, აღმაშენებლის ქ. №44ა.

აღწერილობა: 85 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ს.კ.№56.04.50.109.

საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება   2 500 (ორიათას ხუთასი) ლარი;

აუქციონის პირობა:  2 წლის განმავლობაში ობიექტზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

,,ბე”− 250 (ორასორმოცდაათი) ლარი;

„ბიჯი“ −100  (ასი) ლარი;

მონაწილის ბილეთის ფასი −100 (ასი) ლარი;

2. მისამართი: ქ. წნორში, აღმაშენებლის ქ. №28-ის მიმდებარე.

აღწერილობა: 34 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს.კ. 56.04.50.258.

აუქციონის პირობა:  2 წლის განმავლობაში ობიექტზე 20000 (ოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;.

„ბე“−500 (ხუთასი) ლარი;

„ბიჯი“− 200 (ორასი) ლარი;

მონაწილის ბილეთის ფასი −100 (ასი) ლარი;

3. მისამართი: ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის მ. №2.

აღწერილობა:   ავტომანქანა VAZ 21214 (ნივა) სახელმწიფო №TWC 289. გამოშვების თარიღი−2006წ.  გაუმართავ მდგომარეობაში.

საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება − 850 (რვაასორმოცდაათი) ლარი;

,,ბე”− 100 (ასი) ლარი;

„ბიჯი“−50  (ორმოცდაათი) ლარი;

მონაწილის ბილეთის ფასი − 100 (ასი) ლარი;

4. მისამართი: ქ. სიღნაღი.

აღწერილობა:  გარე რეკლამის განთავსებისათვის გამოყოფილი ფართი: სულ 16 ერთეული. მ.შ.  ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე საყრდენ კედელზე (სასტუმრო „სიღნაღთან“)-4, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საყრდენ კედელზე 4 და ერეკლე II-ის მოედანზე არსებულ თაღოვან კედელზე-8, (საერთო ფართობით 56 კვ.მ.). გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა−1 წელი

ნებართვის გაცემის საწყისი ფასი−1960 ( ათასცხრაასსამოცი) ლარი;

,,ბე”− 200 (ორასი) ლარი;

„ბიჯი“−100  (ასი) ლარი;

მონაწილის ბილეთის ფასი −100 (ასი) ლარი;

აუქციონის პირობა: 1. გარე რეკლამის განთავსების ადგილის განსაზღვრა, ან/და ამ ადგილზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარულად გამოცხადების საფუძველს.

2. გარე რეკლამის განთავსების ადგილის განსაზღვრა, ან/და ამ ადგილზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების სფუძველს.

 

   განცხადების მიღების ადგილი:

ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

განცხადებების მიღება დაიწყება თვითმმართველი ერთეულის ინტერნეტ გვერდზე და გაზეთ ,,სიღნაღში” აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე და შეწყდება გამოქვეყნებიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს, 12 საათზე, თუ ოცდამეათე კალენდარული დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს განცხადებების მიღება შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს დღის  12 საათზე. აუქციონი ჩატარდება 13 აგვისტოს 13 საათზე.

1)         საბანკო რეკვიზიტები: (ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, ს/ს ლიბერთი ბანკის სიღნაღის ფილიალი  საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300528800, ხაზინის ერთიანი ანგარიში 200122900, ხაზინის საიდენტიფიკაციო კოდი 231255129 ბანკის კოდი 220101222.

2) საბანკო რეკვიზიტები აუქციონში გამარჯვებული მყიდველისათვის (შესყიდვის თანხა)

ხაზინის ერთიანი ანგარიში, GE241VB0330100200165022, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე-300523390, სახაზინო კოდი ავტომანქანაზე-300523332.

3) გარე რეკლამის ნებართვის საფასურის გადახდისათვის:  ხაზინის ერთიანი ანგარიში, GE241VB0330100200165022, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 231255129, ანგარიშის  ნომერი 200122900 მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 300523106.

 

აუქციონში მონაწილეობა.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)         დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობა);

ბ)         “ბე”-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები;

გ)         პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

დ)           იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლებს (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო მდგომარეობით)

ე)             ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მყიდველი მოქმედებს სხვა პირის სახელით

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე „ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება გაყიდულად/ნებართვა გაცემულად  აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა).

აუქციონში გამარჯვებული მყიდველი ვალდებულია: ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, დაფაროს საპრივატიზაციო ქონების საფასური. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, ხოლო პირობიანი აუქციონის შემთხვევაში არ შეასრულებს  პირობით გათვალისწინებულ ვალდებულებას მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება და შეტანილი ,,ბე” არ დაუბრუნდება.

გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებული „გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის შესაბამისად.

ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში. მის. ქ. სიღნაღი აღმაშენებლის მ. №2.

 

სიღ             სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 
April 2017
M T W T F S S
« Oct    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სსს